in

რაგბი ევროპის სიმბოლურში 7 ქართველია

საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატი კიდევ ერთხელ მოიგო და სულაც არის გასაკვირი, რომ სწორედ ჩვენი გუნდიდან არის ყველაზე მეტი მოთამაშე წარმოდგენილი ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში, რომელიც “რაგბი ევროპამ” შეადგინა.

7 ქართველი – შერკინების ბურჯი ირაკლი აფციაური, შერკინების კვაჭი ვანო კარკაძე, მესამეხაზელი ილია სპანდერაშვილი, შუამარბები მერაბ შარიქაძე და გიორგი კვესელაძე, გარემარბი აკაკი ტაბუცაძე – აი ესენი გახლავთ სიმბოლურის წევრები.

რაგბი ევროპამ განმარტებებიც მოაყოლა:

“შეუძლებელი იყო, რომ პირველ ხაზში ირაკლი აფციაური არ აგვერჩია. საქართველოს ნაკრების ბურჯი შეუჩერებელი იყო.

კვაჭის პოზიციაზე თავი კარგად დაიმკვიდრა ვანო კარკაძემ, რომელიც სტატიკით, პორტუგალიასთან, რუმინეთთან და ესპანეთთან სტაბილურობით გამოირჩეოდა.

მესამე ხაზში ილია სპანდერაშვილი ძალისმიერი თამაშით გამორჩეული იყო და ფინალშიც თავისი შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინა.

საუკეთესო შუამარბებად მერაბ შარიქაძე და გიორგი კვესელაძე უნდა დავასახელოთთ.
შარიქაძე ყველა კონტაქტისას ბოლომდე იხარჯებოდა. გამორჩეული სტატისტიკა ჰქონდა კვესელაძესაც. მის ანგარიშზეა 3 ლელო, 4-ჯერ ხაზის გაჭრა, 20 ბოჭვა, 12 დაჩაგრული მცველი, უპირატესობის ხაზის 25 გადაკვეთა და 2-ჯერ წამოღებული ბურთი.

“მკვლელი” – ეს აკაკი ტაბუცაძეა. მან ხუთ მატჩში 7 ლელო გაიტანა და საკუთარი სისწრაფისა და მოქნილობის ხარჯზე მოწინააღმდეგეები მუდმივ წნეხში ჰყავდა”.

საუკეთესოთა შორის არ არიან დავით ნინიაშვილი და ვასილ ლობჟანიძე. ეს იმის გამო, რომ მათ მხოლოდ პლეი-ოფში ითამაშეს და ჯგუფურ ტურნირში მონაწილეობა არ მიუღიათ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ევროპამდე ორი ამხანაგური გვექნება: ერთი ვიცით, მეორე გაირკვევა

როდის უნდა თქვას სანიოლმა ევროპისთვის საბოლოო შემადგენლობა