in

ევროპამდე ორი ამხანაგური გვექნება: ერთი ვიცით, მეორე გაირკვევა

საქართველოს ნაკრები, რომელმაც პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატაზე თამაშის უფლება, ტურნირისთვის მოსამზადებლად ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ცნობილია, რომ ჩვენი გუნდი 9 ივნისს მონტენეგროსთან სტუმრად ითამაშებს, ხოლო როგორც ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა პირველ არხთან განაცხადა, მანამდე კიდევ ერთი მატჩი იქნება.

კიდევ ერთი სპარინგის დანიშვნა სწორედ ევრო 2024-ზე მოხვედრამ განაპირობა.
ჯერჯერობით არ არის ცნობილი ვისთან ვითამაშებთ, მოლაპარაკება რამდენიმე ნაკრებთან მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს 18 ივნისს დორტმუნდში დაიწყებს თურქეთთან, შემდეგ, 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთი გვიწევს, ხოლო 26 ივნისს გელზენკირხენში პორტუგალიას ვეთამაშებით.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფოტოემოციები: მთელი ქვეყანა ერთი მიზნისთვის გავერთიანდით და ერთად დავწერეთ ეს საოცარი ისტორია

რაგბი ევროპის სიმბოლურში 7 ქართველია