in

მიზნისთვის ყოველდღე რაღაც უნდა გააკეთო: ვილი სანიოლის თქმით, ფეხბურთელები ახლა ყველაზე მეტად არიან მზად

საქართველოს ნაკრები ხვალ, ისტორიულ მატჩს ითამაშებს. მის მნიშვნელობაზე საუბარი გადაჭარბებულია, ყველამ ყველაფერი ისედაც კარგად იცის. ჩვენი გუნდი საგურამოში ვარჯიშობს. ნაკრების მწვრთნელმა კი მატჩის წინა პრესკონფერენცია გამართა.

ვილი სანიოლი:

„მზად ვართ პენალტების სერიისთვისაც, რადგან შეხვედრა შესაძლოა ამ სცენარითაც განვითარდეს. საბერძნეთი ურთულესი მეტოქეა. გამარჯვება ორივე გუნდს ერთნაირად სურს. გამარჯვებულის მენტალიტეტი იმას არ გულისხმობს, ვის მეტად უნდა მოგება, არამედ ვინ რას გააკეთებს მოედანზე. ოცნება მოგებაში ვერ დაგვეხმარება. სწორი მუშაობა მოგვცემს მიზნამდე მისვლის შესაძლებლობას.

ოცნება ყველას შეუძლია, მაგრამ ყველა ფეხბურთს ვერ ითამაშებს. მადლობა ჩემს ფეხბურთელებს განვლილი გზისთვის და ვფიქრობ ფინალში ისინი ყველაფრისთვის მზად არიან. ყოველდღე მიზნისთვის უნდა იცხოვრო და ამისთვის ყოველდღე რაღაც გააკეთო.

მინდა, მივულოცო ჩემს ფეხბურთელებს, რადგან მათში არის წინსვლის მისწრაფება და ახლა უფრო მზად არიან მნიშვნელოვანი თამაშებისთვის, ვიდრე ოდესმე.

იყო 4-5 დღე თამაშამდე და აღდგენებისთვის მეტი დრო მოგვეცა. ლუქსემბურგის შემდეგ 26-ივე მოთამაშე მზად არის. სამი განაცხადს მიღმა დარჩება. მთავარი ისაა, რომ თამაში ყველას სურს, ყველა მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს. ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ, მთელმა ქვეყანამ!

როდესაც გავიგეთ, რომ საბერძნეთს შევხდებოდით, ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა, რადგან კარგი ფეხბურთელები ჰყავთ. ფინალი და მოგება ორივეს გვინდა.

ლუქსემბურგის შემდეგ ბედნიერი ვიყავი, რადგან მიხარია, როდესაც ვხედავ, რომ გუნდი დავალებას ასრულებს. ხვალისთვისაც გვაქვს გეგმა, მაგრამ მოწინაღმდეგეც აწყობს გეგმებს.

გვჭირდება თუ არა
ფსიქოლოგი? თუკი ვიგრძნობდი, რომ ფეხბურთელებზე წნეხია, მოვითხოვდი ასეთ დახმარებას. ვიცნობ ჩემს მოთამაშეებს და ასეთი დახმარება არ სჭირდებათ“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბურჯანაძის კარგი თამაში და კიდევ ერთი გამარჯვება

ისღა დაგვრჩენია, გავიდეთ და მოვიგოთ