მარტო „ბაიერნის“ ფეხბურთელები შევიდნენ ბუნდესლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეების ტოპ 5-ში.
„ეკიპის“ (L’Équipe) შედგენელ რეიტინგში პირველ ადგილზეა მიუნხენელთა ახალი ფორვარდი ჰარი კეინი. ინგლისელი თვეში გადასახადების გადახდამდე 2.1 მლნ ევროს იღებს.
მეორეს ადგილს იყოფენ ვეტერანები – მეკარე მანუელ ნოიერი და ნახევარმცველი ტომას მიულერი – 1.66 მლნ ევრო თვეში.
ხუთეულში მოხვდნენ სერჟ გნაბრი და კინგლსი კომანი, რომლებიც 1.42 მლნ ევროს შოულობენ.
გასულ სეზონში ბუნდესლიგის საუკეთესო ხელფასიანი ფეხბურთელი სადი მანე იყო, რომელსაც „ბაიერნი“ 1.6 მლნ ევროს უხდიდა ყოველ თვე.
GIPHY App Key not set. Please check settings