in

მამარდას კომენტარი: ძალა და ენერგია გვაკლდა – რას წერენ ქართველ მეკარეზე

გიორგი მამარდაშვილმა საუცხოო მატჩი ჩაატარა ლა ლიგაში, უამრავი მაგარი ბურთი აიღო „ვილიარეალთან“ შეხვედრაში , თუმცა მისი „ვალენსია“ 0:1 მაინც დამარცხდა.
მატჩი შემდეგ გიორგიმ მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მის გუნდს “ძალა და ენერგია” აკლდა ქულის მოსაპოვებლად.
ქართველმა DANZ-თან საუბრისას აღიარა, რომ ვილიარეალში ვიზიტი „ვალენსიისთვის“ ყოველთვის რთულია.
“რთულია აქ თამაში, მაგრამ უნდა წამოდგე და წინსვლა განაგრძო”, – თქვა ქართველმა მეკარემ.
მამარდაშვილმა ასევე თქვა, რომ მის გუნდს “ცოტა მეტი შეტევა და ბურთის კონტროლი აკლდა” და ნანობდა გაშებულ გოლს, რადგან შეეძლო გადარჩენა.

მამარდამ საოცრებები აკეთა, პენალტიც აიღო და MVP გახდა

აღსანიშნავია კიდევ ერთი სტატისტიკა: აღმოჩნდა, რომ ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი პენალტი (93) თურმე „ვალენსიის“ მეკარეებმა მოიგერიეს.

სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა „ვილიარეალთან“ გიორგი მამარდაშვილის შესანიშნავ თამაშს.

„ვალენსიის“ ოფიციალური ტვიტერი წერს:
„მამარდაშვილო, მიყვარხარ! წითელი აცვია, მაგრამ ანგელოზია“.

ლა ლიგის ოფიციალური ტვიტერის გვერდი:
„მამარდაშვილი ორ მეკარეს უდრის“

ქართველ მეკარეს სოციალური ქსელების მომხმარებლებიც აქებენ:
„ამ მომენტისთვის ლა ლიგის საუკეთესო მეკარე – გიორგი მამარდაშვილი“.

„თუ მამარდაშვილი ზაფხულში გუნდიდან წავა, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი მსხვერპლი ბოლო წლებში. გიორგიმ „ვალენსიას“ 10 ან 15 ქულა მოუტანა“.

„ამ სეზონში მამარდაშვილი ალბათ საუკეთესო დონეს აჩვენებს, რაც სანტიაგო კანისარესის შემდეგ „ვალენსიის“ მეკარეებისგან მინახავს“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შერმადინმა საბონისსაც გადაასწრო და ესპანეთის ყველა დროის რეკორდი დაამხო

ფენომენმა რონალდომ პრემიერლიგის ყველა დროის გუნდი ჩამოწერა