in

ფრე ლიდერთან და დიდი ვერაფერი მატჩი: კვარასთვისაც

იტალიის ჩემპიონატში გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი „ინტერი“ მოქმედ ჩემპიონს „ნაპოლის“ შეხვდა და 12-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა – 1:1.

მთელი მატჩი დიდი ბრძოლა იყო მოედნის ყველა მონაკვეთზე და შესაბამისად თამაშიც ვერ გამოვიდა სასეირო.

არ იყო საუკეთესო თამაში კვარცხელიასთვისაც. ჩვენიანს ერთი კარგი დარტყმა ჰქონდა შორი მანძილიდან, რომელიც მეკარემ აიღო. პირველად მის დარტყმულს კი თანაგუნდელი გადაეფარა. ხვიჩას პარტნიორები პასებს ისევ ვერ აძლევდნენ, სტატიკურ მდგომარეობაში მყოფს აწვდიდნენ და ჩვენიანიც თამაშს ვერ ამწვავებდა.

ხვიჩა წამატებულ წუთებზე შეცვალეს.

მისი შეფასებები ასეთია: Flashscore.com – 7.4; Whoscored.com – 6.9; Sofascore.com – 7.0.

ინტერი – ნაპოლი 1:1
გოლები: 1:0 დარმიანი (43), 1:1 ჟუან ჟეზუსი (81)

29-ე ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 45 ქულით მე-7 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 30 მარტს შინ „ატალანტასთან“ გამართავს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველომ ევროპა ისევ მოიგო: ზედიზედ მეშვიდედ და ისე მეთექვსმეტედ

შერმადინმა საბონისსაც გადაასწრო და ესპანეთის ყველა დროის რეკორდი დაამხო