რაგბი ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა მოიგო! გასაკვირი ამბავი პირდაპირ. რასაკვირველია, ეს ასეც უნდა მომხდარიყო და მოხდა კიდეც.
ჩვენმა გუნდმა პარიზულ ფინალში პორტუგალია დაამარცხა – 36:10.
ეს ამ ტურნირზე “ბორჯღალოსნების” მე-16 გამარჯვებაა, ზედიზედ მეშვიდედ.
ჩვენმა მორაგბეებმა მეტოქეს 4 ლელო გაიტანეს და ოთხივე – მეორე ტაიმში. დუბლი გარემარბმა აკაკი ტაბუცაძემ შეასრულა, თითო ლელო ვანო კარკაძემ და მიხეილ ალანიამ მიითვალეს, ხოლო 2 გარდასახვა და 4 საჯარიმო ლუკა მატკავას აქტივშია.
გაგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას მსოფლიო ჩემპიონტზე ფრედ ეთამაშა, ამჯერად კი დამსახურებული რევანში აიღო.
17 მარტი. პარიზი. ჟან-ბუინი
საქართველო – პორტუგალია 36:10
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი),
13.გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ტულონი);
შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (ბეზიე), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. გიორგი ჯავახია (გრენობლი), 6. ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი), 7. ბექა გორგაძე (პო), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი).
მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 19. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი); 21. მიხეილ ალანია (ორიაკი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).
ფინალამდე მეხუთე-მერვე ადგილებისთვის მატჩში ბელგიამ პოლონეთი 34:8 დაამარცხა, ნიდერლანდებმა გერმანიას 45:0 მოუგო, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კი ესპანეთმა რუმინეთს 40:33 სძლია.
საბოლოოდ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ადგილები ასე განაწილდა:
- საქართველო, 2. პორტუგალია, 3. ესპანეთი, 4. რუმინეთი, 5. ნიდერლანდები, 6. გერმანია, 7. ბელგია, 8. პოლონეთი.
GIPHY App Key not set. Please check settings