in ,

კვარამ ეს იცის… ხვიჩა ბარსასთვის მთავარი საფრთხეა

მთელი საფეხბურთო და არასაფეხბურთო ნეაპოლი “ბარსელონასთან” მომავალი მატჩის და საყვარელი გუნდის მეოთხედფინალში გასვლის მოლოდინშია.

Areanapoli წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელია ვარჯიშზე ერთ-ერთი ყველაზე მეტად კონცენტრირებული იყო, ცუდი დღეები უკან მოიტოვა და უნდა “ნაპოლი” გათამაშების შემდეგ ეტაპზე გადაათრიოს:

“უკანასკნელ ხანს ქართველმა თავისი შემოქმედებითობა და ფორმა დაიბრუნა, გოლების გატანა დაიწყო, სურს ამით ისარგებლოს და პოზიტიურ განყობაზე მყოფმა სეზონის უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში თავი წარმოაჩინოს.

სახლში შეხვედრის ფრედ დასრულების შემდეგ, ესპანეთში გამარჯვებას ველით: ყოველგვარი “თუს” და “მაგრამის” გარეშე. “კვარამ” ეს იცის და “კასტელ ვოლტურნოზე” ყველაზე მონდომებულებს შორის იყო. კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო იცინოდა, რაც გუნდში კარგ სიტუაციაზე მეტყველებს, რომლის შექმნა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ შეძლო”.

კომენტარი საფეხბურთო მიმომხილველმა პაოლო სპეკიამ და Il Mattino-ს რედაქტორმა ფრანჩესკო დე კორემ გააკეთეს.

პაოლო სპეკია: “ბარსელონას”, ისევე, როგორც “ნაპოლის”, სირთულეები გააჩნია, თუმცა ძალიან მაღალი კლასის გუნდად რჩება. ხანდახან “გამოირთვება” და ამით “ნაპოლიმ” უნდა ისარგებლოს.

ვიცით, ვისი დამსახურებაა “კვარას” აღორძინება. კალცონამ კარგად იმუშავა ბიჭთან. პირველ რიგში, გაათამამა და ფსიქოლოგიური მდგომარეობა გაუუმჯობესა. “ტორინოსთან” ხვიჩა არაორდინარულად მოქმედებდა, ასეთი ხალისიანი და ბრძოლისუნარიანი არ მინახავს. არაჩვეულებრივი და მომხიბლავი გახლდათ და იმედი გვაქვს, რომ ბარსელონაშიც ასეთივე იქნება. იმედია, ქართველთან ერთად თავის საქმეს ოსიმენიც შეასრულებს”.

ფრანჩესკო დე კორე: “ხვალ სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია. “ბარსელონა” დაუმარცხებელი არაა და გამარჯვების მოპოვება საუკეთესო “ნაპოლის” ძალუძს. გუნდმა ფორმა აღიდგინა. მოგებისთვის იმაზე 20-30%-ით უკეთ თამაშია საჭირო, ვიდრე “იუვენტუსთან” და “ტორინოსთან”. კვარაცხელია, როგორც იქნა, ზედმეტი სქემებისგან და ტაქტიკისგან გათავისუფლებული, თავს ლაღად გრძნობს.

ოსიმენი დაბრუნდა და ბევრი გოლი გაიტანა, მაგრამ იმაზე ნაკლები, რამდენსაც მისგან ველოდით. ხვალ გამოჩნდება, ეს ბიჭი “ნაპოლის” რამდენად ერთგულია”.

საფეხბურთო აგენტმა და “პარმას” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ რადიო Marte-ს ეთერში იმედი გამოთქვა, რომ “ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში “ბარსელონას” ბარიერის გადალახვას შეძლებს:

“აძურის” გაუჭირდება, მაგრამ სასწაულის იმედი მაქვს. თამაში გააუმჯობესეს, მაგრამ ძალიან ბევრ გადაცემას აკეთებენ და ზედმეტად არიან დამოკიდებული ოსიმენსა და კვარაცხელიაზე. ჩემი აზრით, დაცვა ძალიან სუსტია. ამ ერთ მატჩში ჩვენ თავდაჯერებულები უნდა ვიყოთ.

შეიძლება შეხვედრა ფრედ დასრულდეს? დიახ, ამის რეალური შესაძლებლობა არსებობს. ვინ შეასრულებს თერთმეტმეტრიანებს? პოლიტანო, კვარაცხელია, მარიო რუი, ლობოტკა და რაჰმანი. ოსიმენი ჯერ სიაში არ არის. ფეხბურთელები,
რომლებიც დავასახელე, ამისათვის მზად იქნებიან. პენალტების სერიაში გამარჯვება უარესიდან საუკეთესო ვარიანტი აღმოჩნდება. გათამაშების შემდეგ ეტაპზე გასვლა გვინდა. ღმერთმა ინებოს”

Il Mattino-სთან ინტერვიუში ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ განაცხადა, რომ “ბარსელონასთან” ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8-ფინალურ მატჩში “ნაპოლის” გამარჯვების შანსი აქვს და განსაკუთრებულ იმედებს ხვიჩა კვარაცხელიაზე ამყარებს:

“მე გეტყვით, როგორ დაამარცხონ “ბარსელონა”. მას სუსტი ადგილი აქვს, ეს დაცვაა. უნდა შეუტიონ და მათი ნაკლი გამოიყენონ. “ბარსა” ყოველთვის ბევრ მომენტს ქმნის, მაგრამ უკანა ხაზში ცარიელ სივრცეებს ტოვებენ და ნეაპოლელებს ამით სარგებლობა მართებთ.

როგორც იქნა, ვნახე, როგორ თამაშობს კვარაცხელია თავის დონეზე. ის შეიძლება მეტოქისთვის ნომერ პირველი საფრთხე იყოს. ასეთი ინტენსივობითა და სისწრაფით შეუძლია თავი საუკეთესოდ წარმოაჩინოს. ჩემი აზრით, სურს ლიდერი გახდეს, როგორც გასულ სეზონში.

კალცონა ჭკვიანია და გუნდს თავდაჯერება დაუბრუნა. მან იცოდა ფეხბურთელების სუსტი და ძლიერი მხარეები. ოსიმენს რომელიმე კლუბი ძალიან დიდ ფასად გამოისყიდის. არ მეგულება თავდამსხმელი, რომელიც მას შეცვლის”.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: შენგელიას ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა

არ ინერვიულოთ, ჩვენ ძალიან გავძლიერდით: კალცონათვის ბარსასთან თამაში წლის მატჩია – ჩავისთვის მთავარი არც კვარაა და არც ოსიმენი