in

თოვლის ფრენბურთის ევროპის ტურზე საქართველომ ბრინჯაოს მედლები მოიპოვა

თოვლის ფრენბურთის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ბაკურიანმა თოვლის ფრენბურთის რიგით მეორე საერთაშორისო ტურნირს – ევროპის ტურს უმასპინძლა. ჩემპიონატი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, 10 მარტს კი გამარჯვებულების ვინაობა ცნობილი გახდა.

ტურნირში მონაწილეობა მიიღეს, როგორც მამაკაცებმა, ასევე ქალმა ფრენბურთელებმა. ტურნირში საქართველოს, პოლონეთის, იტალიის, თურქეთის და უნგრეთის გუნდები ასპარეზობდნენ.

საქართველოდან პირველობისთვის ორმა გუნდმა იბრძოლა. ორივე მათგანმა კი მედლის მოპოვება შეძლო და საპრიზო მე-3 ადგილი დაიკავა

თოვლის ფრენბურთის ევროპის ტურის შედეგები :

გოგონები
I ადგილი – თურქეთი
II ადგილი – თურქეთი
III ადგილი – საქართველო

ვაჟები
I ადგილი – იტალია
II ადგილი – პოლონეთი
III ადგილი – საქართველო

თოვლის ფრენბურთის ევროპის ტური თურქეთში 12-15 მარტს გაგრძელდება და იტალიაში 29-31 მარტს დასრულდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვან ბასტენი და… საუკეთესო გოლები ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში

ვიდეო: შენგელიას ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა