Sportico-მა ისტორიაში ყველაზე მდიდარი სპორტსმენების რეიტინგი განაახლა.
ტოპ 50-მა გამოიმუშავა 50 მილიარდი დოლარი ინფლაციის გათვალისწინებით და 35.5 მილიარდი ინფლაციის გათვალისწინების გარეშე 2023 წლის ბოლოსთვის. რეიტინგში სპორტის 9 სახეობაა, ხოლო სპორტსმენები 17 ქვეყნიდან არიან. ყველაზე ფართოდ წარმოდგენილია NBA – 12 კაცი. სერენა უილიამსი ერთადერთი ქალია სიაში (მე-40 ადგილი, 630 მლნ დოლარი).
დაჯამდა ხელფასი, ბონუსები, საპრიზო თანხები, სარეკლამო შემოსავლები, სალიცენზიო ჩარიცხვები, მედიიდან ნაშოვნი ფული, საჯარო აქტივობა, წიგნები, სუვენირები და სხვა სპორტთან დაკავშირებული საქმიანობა.
დაითვალეს შემოსავლები კარიერის განმავლობაში და მისი დასრულების შემდეგაც.
რეიტინგის ტოპ 20 (შემოსავლები დაკორექტირებულია ინფლაციის გათალისწინებით):
- მაიკლ ჯორდანი (კალათბურთი) – 3,75 მილიარდი დოლარი
- ტაიგერ ვუდსი (გოლფი) – 2,66 მლრდ
- კრიშტიანო რონალდო (ფეხბურთი) – 1,92 მლრდ
- არნოლდ პალმერი (გოლფი) – 1,76 მლრდ
- ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) – 1,7 მლრდ
- ჯეკ ნიკლაუსი (გოლფი) – 1,67 მლრდ
- ლიონელ მესი (ფეხბურთი) – 1,67 მლრდ
- დევიდ ბექჰემი (ფეხბურთი) – 1,5 მლრდ
- როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი) – 1,49 მლრდ
- ფლოიდ მეივეზერი (კრივი) – 1,48 მლრდ
- ფილ მიკელსონი (გოლფი) – 1,43 მლრდ
- მიხაელ შუმახერი (ფორმულა 1) – 1,36 მლრდ
- შაკილ ონილი (კალათბურთი) – 1,21 მლრდ
- კობი ბრაიანტი (კალათბურთი) – 1,09 მლრდ
- გრეგ ნორმანი (გოლფი) – 1,06 მლრდ
- ნეიმარი (ფეხბურთი) – 1,01 მლრდ
- კევინ დიურანტი (კალათბურთი) – 955 მილიონი
- მაიკ ტაისონი (კრივი) – 905 მლნ
- ლუის ჰემილტონი (ფორმულა 1) – 880 მლნ
- ალექს როდრიგესი (ბეისბოლი) – 775 მლნ
GIPHY App Key not set. Please check settings