ლაშა შავდათუაშვილი თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებულია.
ლაშამ ფინალში იაპონელი მეტოქე კენ ოიოში დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა (73 კგ).
ლაშასთვის ეს თბილისის ტურნირზე მოპოვებული მეორე ოქრო და ისე კი მეშვიდე მედალია.
შეგახსენებთ, შავდათუაშვილი სამივე სინჯის ოლიმპიურ მედალს ფლობს. იგი ასევე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია.
ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა 19 წლის გიორგი ტურაშვილმა, რომელმაც იტალიელ ლომბარდოს სძლია და ბრინჯაოს მედალი აიღო.
თბილისში მიმდინარე პრესტიჟული გათამაშების პირველი დღის შემდეგ ქართველი ძიუდოისტების ანგარიშზე ერთი ოქროს, ორი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი იყო.
GIPHY App Key not set. Please check settings