in

მიქაუტაძე თებერვალში მეცის საუკეთესო ფეხბურთელია

გიორგი მიქაუტაძე “მეცში” თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ამის შესახებ თავად კლუბის საიტი წერს.

„თებერვალში თქვენი რჩეული „მეცში“ მიქაუტაძეა. ქართველმა თავდამსხმელმა ხმების 56% დააგროვა“.

თებერვალში ჩვენმა ფორვარდმა 2 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი მიითვალა.

გიორგი „მეცის“ ფორმით საფრანგეთის ლიგა 1-ში მხოლოდ სამი თვეა თამაშობს და უკვე მეორედ გახდა გუნდის თვის მოთამაშე.

მიქაუტაძე პირველად „მეცის“ თვის მოთამაშედ აგვისტოში დაასახელეს, როდესაც 3 მატჩში 2 გოლი გაიტანა (+1 ასისტი).

მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში „მეცში“10 მატჩი ჩაატარა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩაკვე შევიდა და საუკეთესოც გახდა

დღეს ბათუმში ლეგენდები ითამაშებენ: ინტერი საუკეთესო შემადგენლობით ჩამოვიდა