ჩემპიონთა ლიგაზე ალბათ ყველაზე ნაკლებად საინტერესო სათამაშო დღე იყო, რადგან ამ წყვილებს გამორჩეული ფავორიტები ჰყავდა. სენსაცია არ მომხდარა, ორივე ფავორიტი გავიდა, თუმცა მადრიდში ბრძოლა იყო და „რეალი“ დამშვიდებულად არ გასულა მომდევნო ეტაპზე.
ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. საპასუხო მატჩები
რეალი – ლაიპციგი 1:1
პირველი მატჩი 1:0
გოლები: 1:0 ვინისიუსი (65. ბელინგემის პასით), 1:1 ორბანი (68. რაუმის პასით)
“რეალმა” 11-ჯერ დაარტყა კარისკენ, ხოლო თავად 20 დარტყმა მიიღო – ეს არის ყველაზე დიდი სხვაობა (-9) მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირში.
“რეალს” პირველ ტაიმში ბურთი კარში არ დაურტყამს.
“რეალი” ბოლო 14 სეზონიდან (2010/11-დან) 12 შემთხვევაში გავიდა მეოთხედფინალში და გაიმეორა “ბაიერნის” რეკორდი.
ჯუდ ბელინგემი მეორე ინგლისელია სტივ ჯერარდის (2007/08, 6 გოლი, 4 საგოლე პასი) შემდეგ, ვინც ჩემპიონთა ლიგის ერთ ტურნირში 4 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი შეასრულა.
20 წლისა და 251 დღის ჯუდ ბელინგემი მესამე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვინც ჩეპიონთა ლიგის ზედიზედ 6 მატჩში ან გოლი გაიტანა, ან საგოლე პასი მიითვალა. ამ შედეგით ის მხოლოდ კილიან მბაპესა (18 წლის და 337 დღის) და ერლინგ ჰოლანდს (20 წლის და 231 დღის) ჩამორჩება.
ბელინგემმა საგოლე პასი გააკეთა – მის ანგარიშზე “რეალში 31 მატჩში 29 საგოლე მოქმედებაა (20+9).
სიტი – კოპენჰაგენი 3:1
(პირველი მატჩი 3:1)
გოლები: 1:0 აკანჯი (5. ალვარესის პასით), 2:0 ალვარესი (9), 2:1 ელიუნუსი (29. ოსკარსონი), 3:1 ჰოლანდი (45+3. როდრი)
“მანჩესტერ სიტი” არის პირველი კლუბი მთავარი ევროტურნირის ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ 9 საშინაო მატჩში 3 ან მეტი გოლი გაიტანა.
“სიტიმ” ჩემპიონთა ლიგის ბოლო 30 საშინაო მატჩიდან 28 მოიგო (2 ფრე), აქედან 12 – ზედიზედ. უკეთესი შედეგი მხოლოდ “ბარსელონას” აქვს – 38 საშინაო მატჩი წაუგებლად 2013 წლის სექტემბრიდან 2020 წლის ნოემბრამდე.
“სიტიმ” ტურნირზე ზედიზედ 10 გამარჯვება მოიპოვა და 9 მათგანში 3+ გოლი გაიტანა.
გვარდიოლას გუნდი ზედიზედ მეშვიდედ გავიდა 1/4-ფინალში, რაც საუკეთესო სერიაა.
ჰოლანდმა ჩემპიონთა ლიგაზე 37 შეხვედრაში 41-ჯერ გაიტანა.
GIPHY App Key not set. Please check settings