თორნიკე შენგელიამ ევროლიგის მატჩში ტრავმა მიიღო. ჯერჯერობით უცნობია მისი დაზიანების ხარისხი და ის, თუ რამდენ მატჩს გამოტოვებს, თუმცა თავად ფაქტი, რომ თამაშისას მიღებული ტრავმის გამო მოედანი დატოვა და აღარ დაბრუნებულა, ძალიან არასასიამოვნოა.onlinebijuta.com bezecke topanky onlinebijuta.com mindfulmusclellc.com propiedadesenrepublicadominicana.com bežecké tenisky bežecké tenisky iansargentreupholstery.com propiedadesenrepublicadominicana.com janwoodharrisart.com חליפות מידות גדולות נשים lucianosousa.net bezecke topanky janwoodharrisart.com onlysxm.com
ეს მოხდა ევროლიგის 27-ე ტურის მატჩში, რომელშიც ვირტუსმა ბოლონიაში ვალენსიას უმასპინძლა. ვირტუსმა მეტოქე 87:74 დაამარცხა, სასტარტო ხუთეულში მყოფმა ქართველმა კი მოედანზე ყოფნიდან 6 წუთში დაზიანება მიიღო. შენგელიას იმ მომენტისთვის 2 მოხსნა და 1 პასი ჰქონდა მითვლილი. მას 2 სამიანი და 1 ორიანი გაუცუდდა.
იტალიურ გუნდს მარკო ბელინელიმ 16 ქულით ულიდერა. ვირტუსს 17 მოგება დაუგროვდა და ევროლიგაში მესამე ადგილზეა. ვირტუსი მორიგ მატჩს ევროლიგაში სტუმრად, პირეოსის ოლიმპიაკოსთან ჩაატარებს.
GIPHY App Key not set. Please check settings