in

საქართველომ სერბეთს ვერ გაუქაჩა: როცა ზუსტად ვერ ისვრი, წააგებ

საქართველოს ნაკრები ევროპის შესარჩევ ეტაპზე სერბეთს ბოლომდე ვეღარ დაუდგა და წააგო – 63:76.

ალეკსანდარ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით ჩვენმა გუნდმა მეორე მატჩი გამართა და ამჯერადაც დამარცხდა. თუ დანიასთან მარცხი აბსოლუტურად მიუღებელი იყო, ამ წაგებაზე ასე კრიტიკულები ვერ ვიქნებით. ბოლო-ბოლო სერბეთი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია.

მთელი მატჩის განმავლობაში გვქონდა ეპიზოდები, როდესაც მეტოქეს მივუახლოვდით, მაგრამ ბალკანელები კლასის ხარჯზე დაწევის საშუალებას არ გვაძლევდნენ.
ინდივიდუალურად თუ არ ჩავთლით, გუნდურად საკმაოდ ცუდი მატჩი გვქონდა. თანამედროვე კალათბურთში პერიმეტრიდან სროლებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ პირველ ნახევარში 11-დან მხოლოდ 1 სამქულიანი ჩავაგდეთ. მეორე მეოთხედში სერბებმაც ბევრი შეცდომები დაუშვეს და საბოლოოდ ტაიმი 7 ქულის სხვაობით წავაგეთ – 31:38.

მესამე მეოთხედიც კარგად დავიწყეთ, მაგრამ კვლავ იგივე: თითქოს ვეწეოდით, მაგრამ როგორც კი სერბები ოდნავ მოუმატებდნენ, ანგარიშში სხვაობა ისევ იზრდებოდა.

ბოლო მეოთხედის სტარტზე ანგარიში 56:60 იყო, მაგრამ ამის შემდეგ სერბებმა 11:0 გაქცევა გაგვიკეთეს და დიდწილად აქ გადაწყდა კიდეც მატჩის ბედი. საბოლოოდ, 63:76 და საქართველოს ნაკრებს 2025 წლის ევრობასკეტის ძესარჩევ ციკლში ორიდან ორი წაგება აქვს.

თორნიკე შენგელიამ 19 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.

ეს მატჩი ისტორიული იყო, რადგან გიორგი ცინცაძემ ნაკრების მაისურით თავისი ბოლო, გუნდურ სახეობებში სარეკორდო 217-ე მატჩი ჩაატარა.

კიდევ ერთხელ და ბევრჯერ – ფარი ბურთს იღებს, როცა სროლა იცი! საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა 19-დან მხოლოდ 4 სამქულიანი ჩააგდეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფეხბურთელები, რომლებმაც სხვა სპორტშიც ივარგეს: ბეილის გოლფი პირველია

იმიტომ რომ მანამდე უკვე ვიტირე… დიდი მადლობა ყველას, ყველას: გიორგი ცინცაძე კალათბურთის გულშემატკივარი ხდება