გარეთ ბეილი იმ ფეხბურთელების სიას ჩაუდგა სათავეში, რომლებმაც სხვა სპორტშიც გამოიჩინეს ფხა.
FourFourTwo-მა შეადგინა ფეხბურთელების რეიტინგი, რომლებმაც ასე თუ ისე თავი სპორტის სხვა სახეობაშიც გამოიჩინეს. „რეალისა“ და უელსის ნაკრების ყოფილი მოთამაშე გარეთ ბეილი პირველ ადგილზეა, რომლის გოლფისადმი სიყვარული ცნობილი ამბავია.
ტოპ 10 ასეთია:
- გარეთ ბეილი (გოლფი)
- პაოლო მალდინი (ჩოგბურთი)
- პეტრ ჩეხი (ჰოკეი)
- კრისტიან ვიერი (კრიკეტი)
- გაბრიელ ბატისტუტა (პოლო)
- ბიქსანტ ლიზარაზიუ (სერფინგი, ველოსპორტი, ჯიუ-ჯიტსუ)
- კერტის ვუდჰაუსი (კრივი)
- კნუტ ანდერს ფოსტერვოლდი (ველოსპორტი)
- კლაივ ალენი (ამერიკული ფეხბურთი)
- ბრუს არენა (ლაკროსი)
მე-20 პოზიციაზე აღმოჩნდა ანდრეი შევჩენკო, რომელიც ასევე გოლფს მისდევს.
GIPHY App Key not set. Please check settings