in

გამოვიდა და თავით ჩასვა: ბუდუმ ისევ გაიტანა, იტალიელები სკამზე დარჩნენ, საბამ ამერიკა დაიწყო – ლეგიონერები

ბუდუ ზივზივაძემ ისევ გაიტანა. მეორე ბუნდესლიგის 23-ე ტურში „კარლსრუე“ სტუმრად „კაიზერსლაუტერნს“ ეწვია და დიდი ანგარიშით გაიმარჯვა – 4:0.
ზივზივაძე სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე მხოლოდ 88-ე წუთზე შევიდა. სამ წუთში კი შესანიშნავი თავური დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ბუდუსთვის მიმდინარე სეზონში ეს მე-8 გოლია და თანაგუნდელ იგორ მატანოვიჩთან ერთად გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.
Sofascore.com-მა ბუდუს 7.3 დაუწერა, Flashscore-ს არ შეუფასებია.
23 ტურის შემდეგ „კარლსრუემ“ 32 ქულა დააგროვა, მე-9 ადგილზეა და პლეი ოფის ზონაში მყოფ „ჰამბურგს“ 6 ქულით ჩამორჩება.

სერია A-ს 26-ე ტურში საბა გოგლიჩიძის „ემპოლი“ „სასუოლოს“ ესტუმრა და 3:2 დაამარცხა. 19 წლის ქართველი მცველი ისევ განაცხადში იყო.

სერია B-ს ერთ-ერთი ლიდერი ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ შინ „პალერმოსთან“ ქულას დასჯერდა – 2:2. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ესეც კარგი შედეგია, რადგან მასპინძლებს უკვე მე-16 წუთზე ფეხბურთელი გაუძევეს, ხოლო შესვენებამდე სტუმრები 2:0-ს იგებდნენ. ლუკა ლოჩოშვილს არ უთამაშია.

პოლონეთში, ოთარ კაკაბაძის „კრაკოვია“ „პიასტ გლივიცეს“ ესტუმრა და 0:0 ითამაშა. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა. მისი შეფასება 7.5-ია.
ასევე 0:0 დასრულდა პოზნანის „ლეხისა“ და „შლიონსკის“ მატჩი. ნიკა კვეკვესკირმა „ლეხის“ შემადგენლობაში 75 წუთი ითამაშა.

ჩეხეთში, ვახტანგ ჭანტურიშვილის „იაბლონეცმა“ სტუმრად 3:3 ითამაშა „ლიბერეცთან“. ჩვენიანმა ზედიზედ მე-3 მატჩში გაიტანა. ფლანგიდან ჩაწოდებისას ყველას დაასწრო და თავისიანები ორი ბურთი დააწინაურა.
ჭანტურიშვილმა ბოლო ითამაშა და ორივე გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა – 8.2.

ავსტრიაში, სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგმა“ სტუმრად „ლინცერი“ დაამარცხა 1:0. ქართველმა შეუცვლელად ითამაშა და 72-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. შეფასება 7.3-ია.

აშშ-ში ჩემპიონატის სასტარტო ტური გაიმართა. საბა ლობჟანიძის „ატლანტა“ სტუმრად დამარცხდა „კოლამბუსთან“ 0:1. ლობჟანიძემ შეუცვლელად ითამაშა და 6.1 მიიღო.

საუდის არაბეთში, საბა კვირკველიას „ალ ახდუდი“ გასვლაზე 1:3 დამარცხდა „ალ ტაავონთან“. საქართველოს ნაკრების მცველმა სრულად ითამაშა და 6.3 დაიმსახურა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სიგუა დაბრუნდა და გაიტანა

კვარა ისევ შეცვალეს, არ მოეწონა, მაგრამ ვეღარ გააპროტესტა: ნაპოლიმ მოგება ხელიდან გაუშვა