გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ ჩემპიონშიპის ერთ-ერთ აუტსაიდერს, „ჰადერსფილდს“ უმასპინძლა და 1:2 წააგო.
34-ე ტურის შეხვედრაში ქართველი ნახევარმცველი სათადარიგოებში იყო, მაგრამ უკვე 27-ე წუთზე მოუწია მოედანზე შესვლა ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად და ბოლომდე ითამაშა.
ჩვენიანის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა ასე შეაფასეს: sofascore – 6.8, whoscored – 6.6, flashscore – 6.5.
გოლები მეორე ტაიმში გავიდა, ანგარიში „უოტფორდმა“ გახსნა, მაგრამ მასპინძლებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს.
„უოტფორდმა“ ბოლო 5-დან 4 მატჩი წააგო.
უოტფორდი – ჰადერსფილდი 1:2
გოლები: 1:0 დენისი (55), 1:1 უორდი (71), 1:2 უორდი (83)
34 ტურის შემდეგ „უოტფორდი“ 44 ქულით მე-11 ადგილზეა.
2 მარტს სტუმრად „მილუოლს“ შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings