უეფას მოქმედ პრეზიდენტ ალექსანდერ ჩეფერინის ძალიან უნდოდა პოსტზე დარჩენა და ამის გამო საარჩევნო წესებში ცვლილებების შეტანაც განიზრახა, მაგრამ დიდ კრიტიკას გადააწყდა და უკან დახევა მოუწია. მოკლედ, 2027 წელს ჩეფერინი პრეზიდენტობისთვის აღარ იბრძოლებს. შესაბამისად, საჭიროა მისი შემცვლელი. სასურველი სავარძლის მემკვიდრეებზე ბრიტანულმა „გარდიანმა“ დაწერა და კანდიდატებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილიც დაასახელა.
პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ფერნანდო გომეში საფეხბურთო წრეებში დიდი ავტორიტეტითა და პატივისცემით სარგებლობს, მაგრამ არჩევნების წელს 75 წლის იქნება და ასეთ ასაკოვანს ალბათ აღარ აირჩევენ.
კანდიდატია რუმინელი რაზვან ბურლეანუ, რომელიც უეფას საბჭოს წევრია და თან ახალგაზრდა, თუმცა ჯერ თავადაც უნდა მოინდომოს უეფას პრეზიდენტობა.
მესამე კანდიდატად მოიაზრებენ ლევან კობიაშვილს, რომელიც გასულ წელს უეფას აღმასკომის წევრად აირჩიეს (პირველი ქართველია). ის ალექსანდერ ჩეფერინის მოკავშირედ და მასთან დაახლოებულ პირად მიიჩნევა.
GIPHY App Key not set. Please check settings