„უოტფორდი“ 32-ე ტურში პრემიერლიგაში გადასვლისთვის მებრძოლ „ნორვიჩს“ სტუმრად შეხვდა და 2:4 წააგო. გიორგი ჩაკვეტაძემ საგოლე პასი გააკეთა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
ქართველი ნახევარმცველი კვლავ ძირითად შემადგენლობაში იყო და 72-ე წუთზე შეცვალეს.
„ნორვიჩი“ პირველივე ტაიმში 2:0 დაწინაურდა, მაგრამ „უოტფორდმა“ შესვენებამდე სხვაობა შეამცირა, ხოლო 71-ე წუთზე ასპრილიამ ლამაზი გოლით გაათანაბრა – 2:2. მას პასი სწორედ ჩაკვეტაძემ გაუკეთა.
თუმცა, „ნორვიჩმა“ 5-წუთიან მონაკვეთში ორი ბურთის გატანა მოახერხა და მოიგო.
გიორგის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა დადებითად შეაფასეს: sofascore – 6.9; flashscore – 6.8; whoscored 6.5.
ნორვიჩი – უოტფორდი 4:2
გოლები: 1:0 ბარნსი (20),2:0 სარჯენტი (28), 2:1 რაიოვიჩი (42), ასპრილია (71), 3:2 სარა (77), 4:2 ფასნაჰტი (82)
გამოუყენებელი პენალტი: სარჯენტი (28, ნორვიჩი)
32 ტურის შემდეგ „უოტფორდი“, რომელმაც ზედიზედ 3 მატჩი წააგო, 41 ქულით მე-12 ადგილზეა და 17 თებერვალს გასვლაზე „როტერჰემს“ დაუპირისპირდება.
GIPHY App Key not set. Please check settings