საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის პირველი ტურის შეხვედრაში გიბრალტარი 4:0 დაამარცხა. ჩვენს გუნდს უდიდესი უპირატესობა ჰქონდა, არაერთი ხელსაყრელი მომენტი შექმნა, თუმცა ბუნებრივია ყველა შემთხვევაში გოლი ვერ გავიდოდა.
მოსაგები მოგებით დავიწყეთ: საქართველომ გიბრალტარი 4:0 დაამარცხა
ვილი სანიოლმა გადაწყვიტა და ძირითადში დააყენა შედარებით უთამაშებელი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც ძალიან მონდომებული იყო და ხიფათიც შექმნა მეტოქის კართან, თუმცა სამწუხაროდ გატანა ვერ მოახერხა.
გიორგი ჩაკვეტაძე:
„თამაშით კმაყოფილი ვარ. კარგია, რომ ერთა ლიგის ახალი ციკლი მოგებით დავიწყეთ. ძირითად შემადგენლობაში დაწყება მოულოდნელი იყო.
თბილისის „დინამოსთან“ მოლაპაკებებს ვადასტურებ, თუმცა ჯერ მეტს ვერაფერს ვიტყვი“.
გიორგი მიქაუტაძე:
„მატჩი დამაჯერებლად მოვიგეთ. ბედნიერი ვარ გატანა რომ შევძელი“.
ხვიჩა კვარაცხელია:
„დიდი მადლობა გულშემატკივრებს თითოეული წუთისთვის. მათ თანადგომას 90 წუთი ვგრძნობდით. მოგვენატრა „დინამოზე“ თამაში და მადლობა ყველას ამ საოცარი ემოციებისთვის. მიზანი ჯგუფში პირველი ადგილია და ქომაგებთან ერთად და მათი გვერდში დგომით ამას მივაღწევთ“.
GIPHY App Key not set. Please check settings