in

მიქაუტაძემ კაცი გააგდებინა და ამის გამო მეცმა მარსელიდან ქულა წამოიღო

გაუთავებელი წაგებების შემდეგ, „მეცმა“ მოულოდნელად ქულა აიღო. გიორგი მიქაუტაძის გუნდი სტუმრად „მარსელს“ შეხვდა და ფრეს მიაღწია – 1:1.

მასპინძლები სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, შესაბამისად მიქაუტაძემდე ბურთი იშვიათად მიდიოდა. მიუხედავად ამისა, ჩვენიანმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. 31-ე წუთზე კონტრშეტევის დროს მიქაუტაძე ცენტრალურმა მცველმა ჟიგომ წააქცია და ბოლო იმედის ჯარიმის გამო გააძევეს. ამან ცხადია სტუმრებს გარკვეული უპირატესობა და ცოტა ამოსუნთქვის საშუალება მისცა. ისე, ჩვენიანს მასპინძლები საკმაოდ ეუხეშებოდნენ და ერთ ეპიზოდში ტრავმასაც კი გადაურჩა.

შესვენების შემდეგ მიქაუტაძე ისევ აქტიური იყო, ორჯერ მეკარემ აუღო.
გიორგი 75-ე წუთზე შეცვალეს.

მიქაუტაძის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა ასეა შეაფასეს: whoscored – 6.3; sofascore – 6.2; flashscore – 6.2.

მარსელი – მეცი 1:1
გოლები: 1:0 მუმბანა (56), უდოლი (61)
გაძევება: ჟიგო (31, მარსელი)

21 ტურის შემდეგ, „მეცი“ 17 ქულით მე-16 ადგილზეა და მომდევნო ტურში, 18 თებერვალს ისევ სტუმრად „მონპელიეს“ შეხვდება, რომელიც მხოლდ 2 ქულით უსწრებს (ოღონდ ეს ტური სათამაშო აქვს).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

VAR-ის შემდეგ მსაჯების გადაწყვეტილებების სიზუსტე 96%-მდე გაიზარდა, მინუსია პაუზები

კიტეიშვილმა გაიტანა და შტურმს ლიდერთან ქულა მოუტანა: ქართველი ყველაზე კარგი იყო