კრიშტიანო რონალდო გახდა 2023 წლის ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი სპორტსმენი.
ჟურნალმა Sportico-მა ტოპ 100 სპორტსმენის რეიტინგი შეადგინა.
„ალ ნასრის“ ფეხბურთელმა პირველი ადგილი დიაკავა, რომელმაც 275 მლნ დოლარი (215 მლნ ფეხბურთიდან და 60 მლნ სასპონსორო გარიგებებიდან) იშოვა.
რეიტინგის ტოპ 10 ასე გამოიყურება:
- კრიშტიანო რონალდო (ფეხბურთი) – 275 მლნ (215+60)
- ჯონ რამი (გოლფი) – 203 მლნ (181+22)
- ლიონელ მესი (ფეხბურთი) – 130 მლნ (65+65)
- ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) – 125,7 მლნ (45,7+80)
- კილიან მბაპე (ფეხბურთი) – 125 მლნ (100+25)
- ნეიმარი (ფეხბურთი) – 121 მლნ (86+35)
- სტეფ კარი (კალათბურთი) – 98,9 მლნ (48,9+50)
- იანის ადეტოკუმბო (კალათბურთი) – 88,4 მლნ (43,4+45)
- კევინ დურანტი (კალათბურთი) – 86,9 მლნ (44,9+42)
- პატრიკ მაჰოუმსი (ამერიკული ფეხბურთი) – 84,3 მლნ (59,3+25)
ტოპ 100-ში ყველაზე მეტი კალათბურთელია (40 კაცი), მერე მოდიან ფეხბურთელები (16) და ბეისბოლისტები (13). ასევე არიან ამერიკული ფეხბურთის მოთამაშეები (11), გოლფისტები (10), მოკრივეები (6), მრბოლელები და ჩოგბურთელები (2).
GIPHY App Key not set. Please check settings