რამდენიმე ქვეყანამ ფიფას მოუწოდა, რომ ისრაელის ნაკრები და კლუბები მოკვეთოს საერთაშორისო ტურნირებიდან.
ახლო აღმოსავლეთის 12 ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციამ, მათ შორის პალესტინის, კატარის, საუდის არაბეთის და გაერთიანებული საემიროების, წერილი დაწერა და ისრელის გუნდების ჩამოშორებას მოუწოდებს პალესტინასთან კონფლიქტის დასრულებამდე. ინიციატივის ლიდერია დასავლეთ აზიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ალი ბინ ალ-ჰუსეინი.
კოლექტიური წერილი დაუგზავნეს ფიფა ყველა, 211 წევრს და 6 რეგიონალურ კონფედერაციას, უეფას ჩათვლით.
ისრაელის ფეხბურთის ფედერაციამ მოუწოდა უარყონ წინადადება და თან იორდანიას წარმატება უსურვა აზიის თასის ფინალში კატარის წინააღმდეგ.
ისრაელსს 21 მარტს ერთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩი ელოდება და ეცდება გერმანიაში გასამართ ევრო 2024-ზე მოხვდეს.
GIPHY App Key not set. Please check settings