უეფამ გამოაქვეყნა 2024-2027 წლების პერიოდში ფულის განაწილების გეგმა.
აღმასკომმა დაამტკიცა შემოსავლების განაწილების დეტალური სისტემა საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეებისთვის.
სავარაუდოდ მიღებული 4.4 მილიარდი ევროდან 10%-ს (440 მლნ) შეადგენს „სოლიდარული გადახდები“. ამ ფულს მიიღებენ კლუბები, რომლებიც ევროთასებზე არ მონაწილეობენ და ის გუნდები, რომლებიც შესარჩევ ეტაპს ვერ გადალახავენ. 25 მლნ ევრო გადადებულია ქალთა ჩემპიონთა ლიგისთვის და უეფას ახალგაზრდული ლიგისთვის.
დანარჩენი თანხა გადანაწილდება ევროთასებზე მონაწილეებსა (93.5%) და უეფას (6.5%) შორის.
2,467 მლრდ ევრო (74,38%) განაწილდება ჩემპიონთა ლიგასა და უეფას სუპერთასზე მონაწილე გუნდებს შორის, 565 მლნ ევრო (17,02%) – ევროპის ლიგის მონაწილეებზე. 285 მლნ ევროს (8,60%) მიიღებენ კონფერენს ლიგის მონაწილეები.
სამ ევროტურნირს შორის შესაბამისობა იმავე დონეზე შენარჩუნდა, როგორც ეს 2021-2024 წლების პერიოდში იყო.
GIPHY App Key not set. Please check settings