in

ჩაკვეტაძე თასიდან გამოვარდა და ლივერპულთან ვეღარ ითამაშებს, შოთა მომდევნო ეტაპზეა

„უოტფორდი“ ინგლისის თასის მეოთხე რაუნდზე გადათამაშება ითამაშა სტუმრად „საუთჰემპტონთან“ და 0:3 დამარცხდა.

შეგახსენებთ, პირველი მატჩი 1:1 დასრულდა, საჭირო გახდა მეორე შეხვედრის დანიშვნა, რომელიც „საუთჰემპტონმა“ უკეთ ჩაატარა და მომდევნო ეტაპზეც გავიდა. თან ვის ხვდება – „ენფილდზე“ „ლივერპულს“.

სტუმართა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ისევ ძირითადში იყო. პირველ ტაიმში ორი სახიფათო მომენტი შექმნა. მიიღო ყვითელი ბარათი (ზედიზედ მეორე მატჩში). მეტოქის საჯარიმოში წაიქცა და მსაჯმა მიიჩნია, რომ უსაფუძვლოდ. 54-ე წუთზე გიორგი შეცვალეს.

საუთჰემპტონი – უოტფორდი 3:0
გოლები: 1:0 მარა (52), 2:0 მარა (58), 3:0 ადამსი (76)

თასის მატჩი გაიმართა თურქეთში, სადაც მერვედფინალში შოთა არველაძის „ფატიჰ კარაგუმრუკმა“ საკუთარ მოედანზე „სამსუნსპორი“ 2:1 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

ფატიჰ კარაგუმრუკი – სამსუნსპორი 2:1
გოლები: 0:1 მუანდილმაჯი (68), 1:1 ბირასკი (72), 2:1 პაოლეტი (89)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თბილისი მსოფლიო თასს მასპინძლობს

ფეხბურთელები, რომლებმაც კლუბში ვერაფერი მოიგეს