გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ საშინაო შეხვედრა გამართა და სამწუხაროდ ხანგრძლივი წაუგებელი სერია შეწყვიტა – „კარდიფთან“ 0:1.
ქართველი შემტევი ისევ ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთამდე ითამაშა. 44-ე წუთზე გიორგიმ ყვითელი ბარათი მიიღო.
ჩაკვეტაძის შეფასებებია: sofascore – 6.4, flashscore – 5.9, whoscored – 5.7.
ერთადერთი გოლი 43-ე წუთზე გავიდა. „უოტფორდმა“ მცდელობის მიუხედავად, თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხა.
„უოტფორდს“ 30 ტურის შემდეგ 41 ქულა დარჩა და მე-11 ადგილზე დაქვეითდა. ახლა პრემიერლიგის პლეი ოფის ზონამდე 4 ქულაა.
მომდევნო თამაში კი ძალიან რთული იქნება: 10 თებერვალს შინ, ერთპიროვნულ ლიდერ „ლესტერთან“.
GIPHY App Key not set. Please check settings