„მილანმა“ ოფიციალურად გამოაცხადა მფლობელის ცვლილების შესახებ.
ამერიკული საინვესტიციო კომპანია RedBird Capital Partners კლუბის შეძენის თაობაზე Elliott Advisors UK Limited-ს მოელაპარაკა.
გარიგება 1.2 მილიარდ ევროდ ფასდება. ამასთან, Elliott შეინარჩუნებს კლუბში მცირე ქონებრივ ინტერესს და ადგილს დირექტორთა საბჭოში.
მფლობელის შეცვლის პროცესის დასრულებას ზაფხულის განმავლობაში აპირებენ და საქმეს სექტემბრისთვის ბოლომდე მიიყვანენ.
RedBird Capital Partners – კომპანია Fenway Sports Group-ის ინვესტორია, რომელიც „ლივერპულს“ და ბეისბოლის „ბოსტონ რედ სოქსს“ ფლობს. RedBird-ს ასევე ეკუთვნის „ტულუზას“ აქციების საკონტროლო პაკეტი.
GIPHY App Key not set. Please check settings