უნგრელი გოგონა ამტკიცებს, რომ ნეიმარისგან შვილი გააჩინა.
პრესაში წერენ, რომ გოგონას გაბრიელა გასპარი ჰქვია და გამყიდვლად მუშაობს (ადრე მოდელი იყოო). გასპარმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა 31 წლის ფეხბურთელის წინააღმდეგ და მოითხოვს, რომ მამობაზე ტესტი გაიაროს და მერე ალიმენტებიც გადაიხადოს. ქალის თქმით , მათ ერთმანეთი ბოლივიაში გაიცნეს, რომანი გააჩაღეს და დაფეხმძიმდა კიდეც.
გასპარს სურს, რომ მისი 9 წლის ქალიშვილის დაბადების მოწმობაში მამის სახელიც იყოს მითითებული, ასევე 30 ათასი ევროს ოდენობის ალიმენტიც გადაუხადონ.
ნოემბერში ბრაზილიელმა მოდელმა ბრუნა ბიანკარდიმ აცნობა, რომ აღარ აქვს ურთიერთობა ნეიმართან. ერთი თვით ადრე კი მათ ქალიშვილი გაუჩნდათ.
ამჟამად ნეიმარი ტრავმირებულია და ხანგრძლივი ვადით გამოეთიშა ფეხბურთს.
GIPHY App Key not set. Please check settings