in

თაღლითობა ტაილანდურად: ლივერპულში ჩასასვლელი ფული არ მაქვს და დამეხმარეთ – ჩაბი ალონსო გულშემატკივრებში ფულს აგროვებს

ტაილანდში არიან თაღლითები, რომლებიც თავს ჩაბი ალონსოდა ასაღებენ.

ტაილანდის პოლიციამ „ლივერპულის“ ადგილობრივი ფანები გააფრთხილა ონლაინ-თაღლითობის შესახებ. ბოროტმოქმედები თავს „ბაიერის“ მწვრთნელად ასაღებენ და ალონსოს ფოტოიან ექაუნთს ქმნიან Instagram-ზე.

ისინი ადგილობრივ ენაზე წერენ:

„გამარჯობა, მე ჩაბი ალონსო ვარ. მე „ლივერპულის“ მწვრთნელი ვიქნები მომდევნო სეზონში. მაგრამ ფული არ მყოფნის ლივერპულში ბილეთისთვის. თუ გსურთ დამეხმაროთ, გამომიგზავნეთ 300 ბატი (დაახლოებით 8 ევრო)“.

პოლიცია მოუწოდებს მოქალაქეებს არ დაუჯერონ თაღლითებს, მოერიდონ საეჭვო შეტყობინებებს, არ განახორციელონ ფულადი გადარიცხვები და არ გადავიდნენ თაღლითების შეტყობინებებში მითითებულ ლინკებზე.

„ლივერპულის“ ქომაგებო დამშვიდდით. ალონსო ჯერ არ არის გუნდის მწვრთნელი, თაღლითები კი უკვე არიან“, – განაცხადეს პოლიციაში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

2023 წელს რეკორდი დამყარდა: კლუბებმა ტრანსფერებზე 9.63 მილიარდი დახარჯეს

უნგრელი გოგო ნეიმარისგან აღიარებას და ალიმენტებს ითხოვს: ბოლივიაში გავიცანი და დავფეხმძიმდი