ბოლო დროს მომჯობინებული და მოგებების იშტაზე მოსული „ვალენსია“ მადრიდში ჩავიდა და ურთულეს მეტოქეს შეხვდა. შესაბამისად, ფავორიტმა გაიმარჯვა კიდეც – „ატლეტიკომ“ მამარდაშვილს ორჯერ გაუტანა და 2:0.
თუმცა ჩვენი მეკარე საერთო ჯამში კარგი იყო და რამდენჯერმე გუნდი გადაარჩინა კიდეც. ერთი-ორი რთული ბურთი აიღო.
მამარდაშვილმა ორ-ორჯერ ლინოს და გრიზმანის, აგრეთვე, ბარიოსის დარტყმული ბურთები მოიგერია. ამის გამო პირველი ტაიმი უგოლოდ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ გრიზმანმა ლინოს პასი გაუკეთა და მეკარესთან ერთი-ერთზე დრჩენილმა გაიტანა.
შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა. „ატლეტიკო“ დომინირებდა. მამარდამ სავიჩის თავური მოიგერია, ცოტა ხანში კი მისი კარი ორი მეტრიდან დეპაიმ აიღო.
მამარდაშვილმა განსხვავებული, მაგრამ თავისი გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღო: Sofascore – 7.8, Whoscored – 7.4, flashscore – 6.9.
ატლეტიკო – ვალენსია 2:0
გოლები: 1:0 ლინო (45+5), 2:0 დეპაი (57)
ასე შეწყდა „ღამურების“ ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია, საიდანაც ოთხი მოგებული იყო.
„ვალენსია“ 32 ქულით მე-8 ადგილზეა და 3 თებერვალს „ალმერიას“ უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings