ხვალ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ახალ გათამაშებას იწყებს. პირველ შეხვედრას ვილი სანიოლის გუნდი “დინამო არენაზე” გიბრალტართან გამართავს. დღეს გიბრალტარის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხულიო რიბასმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
“პატარა ქვეყანა ვართ, პატარა ისტორია გვაქვს. 12 დღეში 4 მატჩის ჩატარება ძალიან რთულია და ძალების განაწილება უნდა შევძლოთ, მაგრამ ამ შეხვედრებში შევეცდებით ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ.
წინასწარ ძალიან რთულია დავგეგმოთ რამდენ ქულას ავიღებთ, მაგრამ ჩვენი მიზანია კონკრეტული მატჩისთვის მომზადება და ის, რომ ფეხბურთელებმა მაქსიმალური გამოცდილება მიიღონ.
2019 წელს გავმართეთ ბოლო შეხვედრა საქართველოს ნაკრებთან. იმ თამაშის შემდეგ, როგორც საქართველოს ნაკრებში, ისე გიბრალტარის ნაკრებში ბევრი რამ შეიცვალა. ჩვენ ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელებსა და მათ განვითარებაზე ვაკეთებთ აქცენტს, თუმცა გვყავს რამდენიმე ფეხბურთელი, რომელმაც იმ მატჩიც მიიღო მონაწილეობა. ვფიქრობ, 2019 წლის მატჩისგან განსხვავებით ამ შეხვედრას მეტი გამოცდილებით ვხვდებით”, – თქვა ხულიო რიბასმა.
საქართველო-გიბრალტარის მატჩი “დინამო არენაზე” ხვალ, 20:00 საათზე გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings