საბა საზონოვს „ტორინოში“ დიდი სათამაშო პრაქტიკა არ აქვს (საერთო ჯამში, დაახლოებით 149 წუთი), თუმცა კლუბმა ახლახან დაადასტურა, რომ ქართველ მცველზე იმედებს ამყარებენ და მის გაშვებას, თუნდაც იჯარით არ გეგმავენ.
მიუხედავად ამისა, გერმანულ პრესაში დაიწერა, რომ არ არის გამორიცხული საზონოვი „ჰამბურგში“ აღმოჩნდეს. გერმანულ კლუბს ქართველი მცველი გასულ სეზონშიც სურდა, როდესაც ის მოსკოვის „დინამოში“ თამაშობდა, მაგრამ მაშინ საბამ იტალიაში წასვლა არჩია.
აი რაშია საქმე.
„ჰამბურგი“ ცენტრალური მცველის დამატებას აპირებს და მთავარი სამიზნე „ტორინოს“ ფეხბურთლია, ოღონდ არა საზონოვი, არამედ 23 წლის ჩეხი დავიდ ზიმა. არც ისაა ძირითადის ფეხბურთელი. „ჰამბურგი“ მზადაა ზიმას სანაცვლოდ საიჯარო თანხად 500 ათასი ევრო გადაიხდოს და მერე გამოსყიდვის უფლებაც ექნება (6 მლნ), თუ გუნდი ბუნდესლიგაში დაწინაურდება. ტურინელებს კი პირდაპირ გაყიდვა ურჩევნიათ და თან იმ ფულად, რაც თავად გადაიხადეს – 5.9 მილიონი.
თუ ზიმას ტრანსფერი არ გამოვიდა, „ჰამბურგი“ საზონოვზე გადაერთვება.
„ჰამბურგს“ მხოლოდ ერთი კვირა დარჩა სატრანსფერო ფანჯრის ამოწურვამდე, რათა გაძლიერება მოახერხოს.
გერმანელები წერენ, რომ მას შემდეგ, რაც გასულ კვირას დავით ზიმას მიმართ „ჰამბურგის“ ინტერესმა გაჟონა, ორივე კლუბს აშკარად უჭირს შეთანხმების მიღწევა. საქმე მხოლოდ ფინანსურ პირობებს კი არ ეხება, არამედ შეძენას ან იჯარას.
ჯერჯერობით უცნობია, საბოლოოდ მოხვდება თუ არა 23 წლის ჩეხი ჰამბურგში. თუ არა, Sky-ის ინფორმაციით, გამოსავალი შეიძლება იყოს ზიმას კოლეგა საბა საზონოვი, რომელიც ზაფხულში უკვე იყო ჰამბურგელთა კანდიდატი. საზონოვი „ტორინოში“თითქმის არ თამაშობს და სერია A-ში ჯერჯერობით მხოლოდ 5 მატჩი აქვს ჩატარებული. უცნობია მიიღებენ თუ არა იტალიელები 21 წლის ქართველის იჯარის წინადადებას.
„ჰამბურგი“ 18 ტურის შემდეგ მეორე ბუნდესლიგაში 34 ქულით მე-3 ადგილზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings