in

ფიფასგან თანხმობაა: მარადიშვილს საქართველოში თამაში შეუძლია

რამდენიმე დღის წინ დავწერეთ რუსეთში მოთამაშე კონსტანტინე მარადიშვილის მცირე ინტერვიუ, რომელშიც ფეხბურთელი ამბობდა, რომ საქართველოს ნაკრებში თამაში სურდა. აქვე აღნიშნული იყი, რომ მან ქართული პასპორტი ჯერ კიდევ სექტემბერში მიიღო, მისი საქმე ფიფას ჰქონდა გადაცემული და პასუხს ელოდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან.

მინდა საქართველოს ნაკრებში თამაში: კონსტანტინ მარადიშვილმა არჩევანი გააკეთა, ქართული პასპორტიც აიღო და პასუხის მოლოდინშია

ამ საკითხთან დაკავშირებით ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა Europop-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„ფიფასთან მარადიშვილის საკითხზე მუშაობა ორი წლის წინ დავიწყეთ. ფეხბურთელს მაშინაც ჰქონდა და დღესაც აქვს საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი. ფიფასგან დასტური მივიღეთ, კონსტანტინე მარადიშვილს შეუძლია საქართველოს ნაკრების მაისურით თამაში“.

მარადიშვილი 23 წლისაა და საყრდენი ნახევარმცველია. მოსკოვის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელი ამჟამად იჯარით „ნიჟნი ნოვგოროდში“ თამაშობს.

What do you think?

-1 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჯადოქარი, მეტეორის სისწრაფით მზარდი… რას წერენ დავით ნინიაშვილზე

მბაპემ რეალი გადაწყვიტა: ხელფასად 70 მლნ უნდა, მადრიდი 35 მილიონს იძლევა