in

ჯადოქარი, მეტეორის სისწრაფით მზარდი… რას წერენ დავით ნინიაშვილზე

საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს 4 თებერვალს, სტუმრად გერმანიაში გამართავს. რაგბი ევროპის ოფიციალურმა ვებ გვერდმა www.rugbyeurope.eu-მ მონაწილე გუნდებს შორის თითო მორაგბე გამოარჩია. მათ შორის საქართველოს ნაკრების უკანახაზელი დავით ნინიაშვილი მოხვდა. აი, რას წერია მასზე ამ პუბლიკაციაში:

“ჯადოქარი, რომელსაც შეუძლია კურდღლის ამოღება ქუდიდან მხოლოდ თითების ოდნავი გატკაცუნებით. დავით ნინიაშვილმა გულშემატკივართა ყურადღება 2020 წლის დებიუტის შემდეგ მიიპყრო და მისმა შეტევითმა პოტენციალმა საქართველოს ნაკრები საშიშ გუნდად აქცია ნებისმიერი მეტოქისთვის.

21 წლის მორაგბე ყველაფერს გააკეთებს, რათა დაეხმაროს “ბორჯღალოსნებს”, პარიზში გაემგზავრონ როგორც მთავარი ფავორიტები და კიდევ ერთხელ მოიპოვონ ჩემპიონის ტიტული. ნინიაშვილი ამ სეზონში გამორჩეული იყო ტოპ14-ში.

ის აგრძელებს მეტეორის სისწრაფით ზრდას, როგორც ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქართველი მოთამაშე. მას თანაბრად კარგად შეუძლია თამაში როგორც ფრთაზე ისევე ფულბეკის პოზიციაზე.

ევროპის სცენაზე მან თავისი კვალი პირველად 2019 წელს, კალინინგრადში გამართულ 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე დატოვა, სადაც საქართველომ პირველობა არავის დაუთმო”.

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფოტო: აფრიკის თასის მთავარი მშვენება – იქაური ქალბატონი ფანები

ფიფასგან თანხმობაა: მარადიშვილს საქართველოში თამაში შეუძლია