საფრანგეთში „ქართული“ მატჩი გაიმართა. ლიგა 2-ის 21-ე ტურში ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ აუტსაიდერი „ვალანსიენი“ მიიღო, სადაც ყოფილი ბათუმის „დინამოელი“ ჯოვინო ფლამარიონი თამაშობს და 3:1 დაამარცხა.
„ბორდო“ სრულ უპირატესობას ფლობდა, გოლები კი მეორე ტაიმში გავიდა.
დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და დადებითი შეფასებები დაიმსახურა: Sofascore – 7.0, flashscore – 6.7.
ფლამარიონიც ძირითადში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს.
„ბორდო“ 25 ქულით მე-13 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 6 ქულით დაშორდა და 29
იანვარს „ანჟეს“ უმასპინძლებს.
ბორდო – ვალენსიენი 3:1
გოლები: 1:0 ბიუმლა (57), 2:0 პედრო დიასი (66), 2:1 ბუტატაუ (80), 3:1 ვიპოტნიკი (86)
GIPHY App Key not set. Please check settings