in

ხვიჩა სუპერთასს ვერ შესწვდა: ინტერმა ზედიზედ მესამედ მოიგო – კვარას შანსი ჰქონდა

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ იტალიის სუპერთასის ფინალში „ინტერთან“ სულ ბოლოს დამარცხდა – 0:1. ეს ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებული დრო რომ დაიწყო, მაშინ გავიდა. ნეაპოლელები ნახევარი საათი კაცნაკლულები თამაშობდნენ და ცდილობდნენ საქმე პენალტების სერიამდე მიეყვანათ (ფრის შემთხვევაში პირდაპირ პენალტები იქნებოდა). ხიფათის მიუხედავად თავის დაცვას ახერხებდნენ, მაგრამ ერთ ეპიზოდში კართან ახლოს მაინც დარჩათ დასარტყმელად ჩასაფრებული ლაუტარო მარტინესი და არგენტინელმა ბომბარდირმაც ახლო მანძილიდან თასი თავის გუნდს ჩაახუტა.

რაც შეეხება ხვიჩას. ბუნებრივია მის წინააღმდეგ მცველები ყურადღებით იყვნენ, ქართველი კი ცდილობდა მეტოქეს დასხლტომოდა და ხიფათი შეექმნა. არც თუ სასეირო პირველ ტაიმში კვარაცხელიას ორი მცდელობა ჰქონდა, მაგრამ უშედეგოდ.

მეორე ნახევარში პირველი რეალური საგოლე მომენტი სწორედ ჩვენიანს შეექმნა. 50-ე წუთზე კვარაცხელიამ ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო, ცენტრში შეიწია და შორეულ კუთხეში მოჭრილად ძალიან კარგად, ზუსტად და სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ მეკარე იან ზომერი ისე გაიწელა, რომ ნახტომში მაინც მისწვდა ბურთს და კუთხურზე მოიგერია. ამაზე კარგი შანსი „ნაპოლის“ აღარ ჰქონია.
მე-60 წუთზე უხეშობისთვის ჯოვანი სიმეონეს მეორე ყვითელი ბარათი მიართვეს და მოედნიდანაც მიაბრძანეს. ამის შემდეგ მალევე, 70-ე წუთზე კვარაცხელია შეცვალეს.

„ინტერმა“ მთელი ძალებით შეუტია, ხიფათიც არაერთი შექმნა, მაგრამ ხეირი მხოლოდ ბოლოს მოვიდა. „ინტერი“ იტალიის სუპერთასის მფლობელი ზედიზედ მესამედ გახდა.

კვარაცხელიას შეფასებები ასეთია: Flashscore.com – 6.5; Sofascore.com – 6.6.

“ნაპოლის” პრეზიდენტი: “ყველაფერი იმან გააფუჭა, რომ კაცნაკლული დავრჩით. მსაჯების სისუსტე ყველასთვის ცხადია”.

ერ-რიადი. „ალ ავალ პარკი“
ნაპოლი – ინტერი 0:1
გოლი: მარტინესი (90+1)
გაძევება: სიმეონე (60, ნაპოლი)

ოთხგუნდა ტურნირი პირველად ჩატარდა. „ნაპოლიმ“ ნახევარფინალში „ფიორენტინა“ 3:0 დაამარცხა, ხოლო „ინტერმა“ ასეთივე ანგარიშით „ლაციოს“ აჯობა.
ფინალი, ისევე როგორც წინა მატჩები, ერ-რიადის „ალ-ავალ პარკზე“ გაიმართა.

სიმონე ინძაგიმ მეხუთედ მოიგო იტალიის სუპერთასი. ეს რეკორდია.

ინძაგიმ მე-5 ტროფეი მოიგო სამ სეზონში.

ლაუტარო გახდა “ინტერის” ისტორიაში მე-9 ბომბარდირი 123 გოლით. ის ვიერის დაეწია.

“ინტერს”, რომელმაც ზედიზედ მესამედ მოიგო სუპერთასი, 8 გამარჯვება აქვს. მასზე მეტი სუპერთასი მხოლოდ “იუვენტუსს” აუღია.

მომდევნო შეხვედრას „ნაპოლი“ 28 იანვარს ჩემპიონატში ითამაშებს, სტუმრად „ლაციოსთან“, მაგრამ კვარაცხელია დისკვალიფიკაციის გამო არ იქნება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფოტო: ისტორიაში გოლის ყველაზე მაგარი აღნიშვნები, მესიც მოხვდა და რონალდოც

ძალიან ბანალურად აუვარდა თავში, ასე როგორ უნდა იქცეოდე: კვარაცხელიამ ვერცხლის მედალი არ იკადრა და მოიშორა