in

მამარდა ვალენსიას ზედიზედ მე-4 მოგებაში დაეხმარა: ქართველმა უმაღლესი შეფასებები მიიღო

„ვალენსია“ წარმატებულ სვლას განაგრძობს. გუნდმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება მოიპოვა ჩემპიონატში და ბუნებრივია სატურნირო მდგომარეობაც საგრძნობლად გაიუმჯობესა. ახლა გუნდი მე-7 ადგილზეა (32 ქულა) და ევროზონის მე-6 ადგილს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.
ამაში კი გიორგი მამარდაშვილის წვლილიც დიდია.

21-ე ტურის შეხვედრაში „ვალენსიამ“ ერთ-ერთი ლიდერი და მე-3 ადგილზე მყოფი ბილბაოს „ატლეტიკი“ მიიღო და 1:0 მოუგო. ქართველმა მეკარემ კი თავისი საქმე უმაღლეს დონეზე გააკეთა და გუნდს 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

გიორგი ძალიან დამაჯერებელი იყო და გამოსვლებზეც შესანიშნავად ითამაშა, ხოლო 79-ე წუთზე მეკარის საჯარიმოს ხაზამდე ჩასულ მეტოქეს არ გაატანინა, შორეულ კუთხეში წასული ბურთი მარცხენა ხელით მოიგერია, რაც ალბათ გადამწყვეტიც აღმოჩნდა ამ შეხვედრაში.

ბასკებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და პირველივე ტაიმში მამარდაშვილს ორჯერ მოუხდა შეტევის მოგერიება. 29-ე წუთზე კარის წინ ნიკო უილიამსი დარჩა, მაგრამ ქართველმა მეკარემ პოზიციაც ზუსტად შეარჩია და საიმედოდ ითამაშა.

მოკლედ, მამარდაშვილმა მეშვიდედ შეინახა კარი „მშრალად“.

საინტერესოა, რომ ორმა ანალიტიკურმა პორტალმა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ ქართველი მეკარე დაასახელა. გიორგის შეფასებებია: Flashscore.com – 7.4; Whoscored.com – 7.9 (უმაღლესი); Sofascore.com – 8.0 (უმაღლესი).

„ვალენსიას“ კიდევ უფრო რთული გამოცდა მომდევნო ტურში აქვს: 29 იანვარს მადრიდში „ატლეტიკოს“ ეთამაშება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: შერმადინი ისევ MVP გახდა, ტენერიფემ კომპოსტელაში მოიგო

ზურიკო შევიდა და საგოლე პასი გააკეთა, ჩაკვეტაძეს პასი გაუფუჭეს – ლეგიონერები