in

საბა გოგლიჩიძე ემპოლის ფეხბურთელია: კლუბმა წარადგინა – 𝑩𝒆𝒏𝒗𝒆𝒏𝒖𝒕𝒐 𝑺𝒂𝒃𝒂

კიდევ ერთი კაცი გვყავს იტალიაში. ისედაც ვიცოდით, მაგრამ ახლა უკვე ოფიციალურად გაცხადდა – საბა გოგლიჩიძე „ემპოლის“ ფეხბურთელი გახდა. კლუბმა ჩვენიანი წარადგინა, საიტზეც დაწერა, ფეისბუქზეც პატარა ვიდეო დადო, 2-ნომრიანი მაისურიც დაუბეჭდა და ავარჯიშა კიდეც.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველმა სერია A-ს კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

გოგლიჩიძე 19 წლისაა, ის ქუთაისშია დაბადებული. გასული სეზონის მეორე ნახევრიდან „ტორპედოს“ ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა (15 მატჩი). ახალგაზრდულ ნაკრების ახალ შესარჩევ ციკლში კი 4 მატჩი ჩაატარა.

საბა საზონოვის, ივა გელაშვილისა და ლუკა ლოჩოშვილის შემდეგ გოგლიჩიძე მეოთხე ქართველი მცველია, ვინც იტალიურ კლუბში აღმოჩნდა.

„ემპოლიში“ კიდევ არის სიახლე. მთავარი მწვრთნელი აურელიო ანდრეაცოლი „ვერონასთან“ ერთი კვირის წინანდელი მარცხის (1:2) შემდეგ გაათავისუფლეს და მის ნაცვლად დანიშნეს 50 წლის დავიდე ნიკოლა, რომელიც აქამდე „უდინეზეს“, „ჯენოას“, „ტორინოსა“ და „სალერნიტანას“ ავარჯიშებდა.

„ემპოლი“, სადაც ერთ დროს ლევან მჭედლიძე თამაშობდა (164 მატჩი, 20 გოლი) 20 ტურის შემდეგ, 13 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

არ გამოვიდა: შავი ლომი კლერმონის სწორი ვერ აღმოჩნდა – წავაგეთ და გამოვარდით

ვიდეო: შერმადინი ისევ MVP გახდა, ტენერიფემ კომპოსტელაში მოიგო