თბილისის „დინამოს“ ყოფილი მცველი ჯიმი ტაბიძე კარიერას საბერძნეთის სუპერ ლიგის კლუბ „პანეტოლიკოსში“ გააგრძელებს, სადაც კიდევ ერთი ჩვენიანი თამაშობს – ლევან შენგელიაა.
ჯიმის კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე გაფორმდა, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.
ის „პანეტოლიკოსში“ 4-ნომრიანი მაისურით ითამაშებს“
2022 წლის ივლისში ტაბიძე „დინამოში“ ჩაირიცხა. შარშან კლუბი დატოვა და მას შემდეგ უგუნდოდ იყო.
ამჟამად, „პანეტოლიკოსი“ მე-11 ადგილზეა და ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.
ტაბიძეს 15 მატჩი (1 გოლი) აქვს ჩატარებული საქართველოს ნაკრებში.
თბილისის „დინამოს“ ვიცე-კაპიტნის, ანზორ მექვაბიშვილის ტრანსფერი კრაიოვას „უნივერსიტატეაში“ გადაწყვეტილია. საქართველოს ნაკრების წევრი რუმინულ კლუბთან 4,5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, „დინამო“ კი 750 ათას ევროს მიიღებს.
კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის მიხედვით მექვაბიშვილის მომდევნო ტრანსფერებიდან „დინამოს“ შემოსავლის 20 პროცენტი ერგება.
მექვაბიშვილი 22 წლისაა. მან „დინამოს“ მაისურით 113 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა, საქართველოს ნაკრებში კი 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
Transfermarkt მის ტრანსფერს ერთ მილიონ ევროდ აფასებს.
ამ „უნივერსიტატეასთან“ კარგი მოგონებები გვაკავშირებს. 2020 წელს თბილისის „ლოკომოტივმა“ ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სწორედ ეს გუნდი დაამარცხა (2:1, მაშინ ერთი მატჩი ტარდებოდა).
ხოლო 1994/95 წლების უეფას თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „დინამომ“ ორივე თამაში მოუგო 2:0 და 2:1.
GIPHY App Key not set. Please check settings