საქართველოს ნაკრებისა და „ინტერის“ ლეგენდების მატჩის თარიღი გაირკვა. ვეტერანი ფეხბურთელები ერთმანეთს 7 მარტს შეხვდებიან.
მატჩი ბათუმში გაიმართება, შემადგენლობები მხოლოდ ნაწილობრივ არის ცნობილი. საქართველოს ნაკრებში ითამაშებენ შოთა არველაძე, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი და თემურ ქეცბაია. ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა მონაწილეობას კახა კალაძე.
„ინტერის“ ლეგენდებში ვნახავთ ლუიშ ფიგუს, ხავიერ ძანეტის, მარკო მატერაცის, ესტებან კამბიასოს, ასევე ჩამოვლენ ჟოზე მოურინიოს დროინდელი „ინტერის“ და ჩემპიონთა ლიგის მომგები გუნდის ცხრა ფეხბურთელი.
ლეგენდების მატჩის ბილეთების გაყიდვა 22 იანვარს დაიწყება.
GIPHY App Key not set. Please check settings