in

ნაპოლი არაბეთში სუპერთასისთვის ემზადება, ზელინსკი მორჩა, როდის წავა ხვიჩა რეალში

„ნაპოლი” საუდის არაბეთშია, სადაც იტალიის სუპერთასისთვის იბრძოლებს. გუნდი ახლა ცუდ ფორმაშია, მაგრამ ცხადია ტიტულის მოგების შანსი არის.

ბოლო მოდის მიხედვით იტალიის სუპერთასზე 4 გუნდი ითამაშებს, მატჩები საუდის არაბეთში, „ალ-ავალ პარკის“ 25-ათასიან სტადიონზე ჩატარდება.
„ნაპოლი“ ნახევარფინალში „ფიორენტინას“ 18 იანვარს, ჩვენი დროით 23:00 საათზე შეხვდება, მეორე დღეს კი „ინტერი“ და „ლაციო“ ითამაშებენ. ფინალი 22 იანვარსაა.

საუდის არაბეთში არ არის 29 წლის პოლონელი ნახევარმცველი პიოტრ ზელინსკი, რომელიც „სალერნიტანასთან“ ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრაში განაცხადში არ შეიყვანეს.
ზელინსკიმ კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი განაცხადა და ზაფხულში ნეაპოლურ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით ანუ უფასოდ დატოვებს.
დიდი ალბათობით ზელინსკი ამ სეზონში „ნაპოლიში“ აღარ ითამაშებს და ივნისში „ინტერში“ გადავა.

იტალიელმა საფეხბურთო აგენტმა ფრანკო კამოციმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
„ვერ ვიტყვი, რომ ხვიჩას ცუდი სეზონი აქვს. ვიცი, რომ „რეალის“ ყურადღების ცენტრშია. ვფიქრობ, ასეთი დონის გუნდში გადასასვლელად მზადაა. შესაძლოა, ამისთვის კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა დასჭირდეს, მაგრამ მსგავს კლუბს ორ წელიწადში შეუერთდება“.

„ნაპოლიმ“ დანიის ნაკრების 23 წლის ნახევარმცველი იესპერ ლინდსტრიომი ზაფხულში „აინტრახტისგან“ 25 მილიონ ევროდ შეიძინა, მაგრამ შეიძლება გაასხვისოს. ფეხბურთელი ძირითადად შეცვლებზე შედის, სერია ა-ს 11 მატჩში თავი ვერაფრით ვერ გამოიჩინა და მდგომარეობით ძალიან უკმაყოფილოა.
არ არის გამორიცხული, ნეაპოლურმა კლუბმა ლინდსტრიომი იჯარის წესით სხვა გუნდში გაუშვას.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფანებმა მესი თქვეს, მწვრთნელებმა – ჰოლანდი

მოურინიო რომადან გაუშვეს