საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ჩვენმა წყალბურთელებმა გერმანია 15:10 დაამარცხეს და 15 იანვარს მე-9 ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდებიან.
პირველი და მეორე პერიოდი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და 6:6 დასრულდა. მესამე მეოთხედი საქართველომ 2:3 წააგო, თუმცა შეხვედრის ბოლო მეოთხედში ვითარება გამოასწორა, სრული უპირატესობა მოიპოვა და თამაში გამარჯვებამდე მიიყვანა – გადამწყვეტი რვა წუთი 7:1 მოვიგეთ. ჩვენებმა ყველა კომპონენტში დაჯაბნეს მეტოქე, ეს უპირატესობა ანგარიშშიც აისახა და ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე წაგებისთვის (8:9) რევანში აიღეს.
საქართველი – გერმანია 15:10 (1:2, 5:4, 2:3, 7:1)
საქართველო: რაზმაძე, ახვლედინი (1), დადვანი (2), შუშიაშვილი (1), ბითაძე, ტყეშელაშვილი, ჯახაია, ძიხწიარენკა (1), იმნაიშვილი (2), მაღლაკელიძე (2), ვასიჩი (5), პიეშივაცი (2), კაოანაძე
სხვა მატჩები:
საფრანგეთი – ნიდერლანდები 16:9;
სლოვაკეთი – სლოვენია 14:10;
ისრაელი – მალტა 16:17.
14 იანვარი. ნახევარფინალები. ესპანეთი – იტალია, უნგრეთი – ხორვატია;
V-VIII ადგილებისთვის: სერბეთი – საბერძნეთი, რუმინეთი – მონტენეგრო.
GIPHY App Key not set. Please check settings