in

მზად ვარ, კვირას ტულუზასთან 90 წუთი ვითამაშო: მიქაუტაძეს თამაში მოენატრა

ამსტერდამში, „აიაქსის“ სკამზე გატარებული რამდენიმე რთული თვის შემდეგ მეფე ჯორჯი მზად არის, „სენტ-სიმფორიენზე“ კვირას „ტულუზას“ წინააღმდეგ ითამაშოს“, – ასე იწყება „მეცის“ ოფიცალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული წერილი, რომელც გიორგი მიქაუტაძის დაბრუნებას მიეღძვნა.

„გასული წლის აგვისტოში, ამსტერდამის „აიაქსში“ წასვლის შემდეგ გიორგი მიქაუტაძე ფიქრობდა, რომ კარიერაში ნაბიჯს წინ დგამდა. როგორი იმედგაცრუებაა, როცა ქართველი თავდამსხმელი გარედან უმწეოდ უყურებდა თავისი ახალი კლუბის დაცემას, რომელიც მარცხების სერიას განიცდიდა.

გუნდის ყოფილი სპორტული დირექტორი სვენ მისლინტატი დაჟინებით მოითხოვდა მის თამაშს (რომელშიც გადაიხადეს 16 მილიონი + 3 მილიონი ევრო), მაგრამ „აიაქსის“ ყოფილი მწვრთნელი მიქაუტაძეს უგულვებელყოფდა:

„ეს რთული პერიოდი იყო. კონკურენციის არ მეშინოდა და მინდოდა, ყველასთვის მეჩვენებინა, რისი გაკეთება შემეძლო, მაგრამ როცა შესაძლებლობა არ გეძლევა, თავს ვერ წარმოაჩენ“, – ამბობს გიორგი მიქაუტაძე.

მან ამსტერდამში მხოლოდ ცხრა მატჩი ჩაატარა, მათგან ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ სამი შეხვედრა დაიწყო და სტატისტიკაში ერთი გოლიც არ ჩაუწერია, რადგან კედელთან მიყენებული აღმოჩნდა.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ საუკეთესო წვნიანს ძველ ჭურჭელში ამზადებენ. ქართველი კი სახლში დაბრუნდა – „მეცში“ მას მშვენივრად იცნობენ და იციან, რა შეუძლია.

„მეცის“ გულშემატკივრებმა არ უნდა ინერვიულონ: მეფე ჯორჯი თავის საყვარელი კლუბში ბრძოლებისთვის მზადაა. გუნდის10 ნომერი ამბობს, რომ ფორმა არ დაუკარგავს: „თავს კარგად ვგრძნობ, რადგან ამსტერდამში ინტენსიურად ვვარჯიშობდი და რიტმი არ დამიკარგავს. მე მხოლოდ ერთი რამ მინდა: კვირას მოედანზე გავიდე და მზად ვარ, 90 წუთი ვითამაშო. თამაში ძალიან მომენტრა“, – წერს საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბის ვებგვერდი.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველომ ევროპა პირველად დაიწყო: წაგებით, მაგრამ კარგად – ცხოვრებაძე ყველაზე მაგარია

პირველად ამ დისციპლინაში – ვერცხლის მედლები: ქართული წყვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია