საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული, პირველი მატჩი ითამაშა. ჩვენი გუნდის მეტოქე ძლიერი ნიდერლანდები იყო და უნდა ითქვას, რომ ღირსეულადაც ეთამაშა – 29:34. ამას ემატება, ჩვენი საოცარი ბიჭი, გიორგი ცხოვრებაძე, რომელიც შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს (9 გატანილი ბურთი) და რომლის ნიჭი და თამაში არავის ტოვებს შეუმჩნეველსა და გულგრილს.
პირველი ნახევარი ნიდერლანდელბმა მოიგეს (19:12), მეორე ტაიმი კი ჯამში უკვე ჩვენების იყო. თუმცა შესვენების შემდეგ ნიდერლანდელები 10 ბურთითაც დაწინაურდნენ (30:20). ქართველებმა მდგომარეობის ერთგვარი გამოსწორება მოახერხეს, თუმცა მატჩში გარდატეხის შეტანა ვერ მოხერხდა და ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის სადებიუტო თამაში წავაგეთ.
საქართველო – ნიდერლანდები 29:34 (12:19)
საქართველო: ცინცაძე, ნიქაბაძე, ცხოვრებაძე (9), არსენაშვილი (7), ორჯონიკიძე (6), რუსტამოვი (3), ლაპიაშვილი (1), კბილაშვილი (1), დიხამინჯია (1), არეშიძე, გოგოლაძე, დარსანია, გოგავა, აბრამიშვილი, გავაშელიშვილი, სიმონია
ევროპის ჩემპიონატს გერმანიის 6 ქალაქი მასპინძლობს: დიუსელდორფი, კიოლნი, ბერლინი, ჰამბურგი, მანჰაიმი და მიუნხენი.
ჩვენი გუნდი E ჯგუფში შვედეთის, ნიდერლანდებისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებებთან ერთად მანჰაიმში თამაშობს. ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრას ქართველი ხელბურთელები 13 იანვარს ევროპის ჩემპიონ შვედებთან გამართავენ.
ჩვენს ჯგუფში შვედეთმა ბოსნია-ჰერცეგოვინა დაამარცხა 29:20.
13 იანვარი. საქართველო–შვედეთი – 23:30 სთ
15 იანვარი. ბოსნია-ჰერცეგოვინა–საქართველო – 21:00 სთ
GIPHY App Key not set. Please check settings