in

შერმადინი ტურის MVP გახდა, ტენერიფე კი ესპანეთის სამეფო თასზე გავიდა

გიორგი შერმადინის ტენერიფესთვის და მისთვის პირადად ესპანეთის მე-17 ტურის დარჩენილ მატჩებში კარგი ამბები მოხდა. მოგეხსენებათ, შერმადინი ამ ტურის ხუვენტუდთან მოგებულ შეხვედრაში გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე, რომლის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 32-ს უწია და მას ჰქონდა შანსი, თუ მის შედეგს დარჩენილ მატჩებში ვერავინ გადაფარავდა, ტურის MVP გამხდარიყო. გადაფარვით ვერა, მაგრამ გრან კანარიელმა ეი ჯეი სლაგტერმა მისი შედეგი გაიმეორა. სლაგტერის გუნდმა სტუმრად ვალენსიას მოუგო, ამერიკელი ლეგიონერის საერთო სტატისტიკური მონაგარი კი შერმადინივით 32 იყო. შესაბამისად, მე-17 ტურის საუკეთესო მოთამაშის ტიტული ამ ორმა კალათბურთელმა – გიორგი შერმადინმა და ეი ჯეი სლაგტერმა გაიყვეს.

მეორე ამბავი კი ესპანეთის სამეფო თასის გათამაშების საგზურია, რომელიც ტენერიფემ ბოლო მომენტში მოიპოვა. აღნიშნულ ტურნირზე რომ გასულიყო, ტენერიფეს მეტოქეებიდან ერთ-ერთს – ან ბასკონიას, ანაც მანრესას უნდა წაეგო. საქმე იმაშია, რომ მე-17 ტურით პირველი წრე სრულდებოდა და შუა რეგულარულ სეზონში რომელი გუნდებიც ცხრილის 8 საუკეთესოთა შორის იქნებოდნენ, თასის გათამაშებაში მიიღებდნენ მონაწილეობას. მანრესამაც წააგო და ბასკონიამაც – შესაბამისად, ტენერიფემ ცხრილში მე-7 ადგილი დაიკავა და თებერვალში, თასის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას.

ტენერიფესთან ერთად აღნიშნულ ტურნირში ითამაშებენ – რეალი, ბარსეოლნა, უნიკახა, გრან კანარია, მურსია, ვალენსია და მანრესა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნაპოლი ვერ არის კარგად: ხვიჩას წაგება საზონოვის ტორინოსთან

ვირტუსმა ჩემპიონატში მე-5 მატჩი წააგო, თოკომ 7 ქულა აიღო