in

ნაპოლი ვერ არის კარგად: ხვიჩას წაგება საზონოვის ტორინოსთან

იტალიის ჩემპიონატის მე-19 ტურის შეხვედრაში „ნაპოლი“ ტურინში „ტორინოს“ ესტუმრა და 0:3 წააგო. ბოლო სამი თამაშია გუნდი ვერ იგებს, მეტიც, გოლიც ვერ გაუტანია. შედეგი არ არის, რადგან არ არის თამაშიც. ვერ თამაშობს „ნაპოლი“ ისეთ ფეხბურთს, ქულებს რომ მოუტანს. მოკლედ, ამ ეტაპზე ვერც მწვრთნელის გამოცვლამ უშველა. ამასობაში კი ჩემპიონი სულ უფრო ქვემოთ ეშვება და აგერ უკვე მე-9 ადგილამდე ჩამოვიდა.

ხვიჩა კვარაცხელია ტრადიციულად ძირითადში იყო და ბოლომდეც ითამაშა. ცდილობდა ქართველი გამწვავებას, მაგრამ დღეს თამაში დიდად არც მას წაუვიდა და არც გუნდს. ბოლოსკენ კი ისე დარბოდა და იბრძოდა, რომ თითქოს ხალისი დაკარგული ჰქონდა. ცუდია.

კარგია ის, რომ „ტორინოს“ რიგებში გამოჩნდა საბა საზონოვი. როდესაც მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო, მწვრთნელმა ქართველი მცველი მოედანზე, 76-ე წუთზე შეუშვა და საბამაც დაახლოებით 15 წუთზე მეტი გაატარა მოედანზე, რა დროშიც ბევრი საქმე არც ჰქონია.

თამაშის დასრულების შემდეგ კვარა და „ნაპოლის“ სხვა ფეხბურთელები ნეაპოლელი გულშემატკივრების ტრიბუნასთან მივიდნენ, მაგრამ ხმა არ ამოუღიათ: ეს დუმილი იყო როგორც ბოდიშის, ასევე ალბათ მადლობის, რომ ქომაგები მაინც გვერდით დგანან.

„ნაპოლის“ ყველა ფეხბურთელის თამაში ძალიან დაბალი ქულით შეაფასეს, მათ შორის კვარასიც – 4.5. ეს გახლავთ ნეაპოლური საიტის შეფასებები. რაც შეეხება ცნობილ პორტალებს:

Sofascore – 6.7; Whoscored – 6.2; Flashscore – 6.5.

საბა საზონოვი:
Sofascore – 6.8; Whoscored – 6.4; Flashscore – 6.4.

ტორინო – ნაპოლი 3:0
გოლები: 1:0 სანაბრია (43), 2:0 ვლაშიჩი 52), 3:0 ბონჯორნო (66)
გაძევება: მაცოკი (49, ნაპოლი)

„ნაპოლის“ 19 მატჩში 28 ქულა აქვს, უკვე მე-7 შეხვედრა წააგო და ვითარების ოდნავ გამოსწორებას 13 იანვარს, შინ ბოლო ადგილზე მყოფ „სალერნიტანასთან“ ეცდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რეალი, როგორც თოვლის ბაბუა: მეტოქეს საჩუქრები ჩაუტანა, ბელინგემმა კი ბავშვი გაათბო – მადრიდული სიკეთე

შერმადინი ტურის MVP გახდა, ტენერიფე კი ესპანეთის სამეფო თასზე გავიდა