in

ვინ მოხვდება ფიფას წლის გუნდში: 23 პრეტენდენტი ჩამოწერეს

ფიფამ ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნა ფეხბურთელების სია, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ ფიფასა და FIFPro წლის გუნდში მოხვედრაზე.

მხედველობაში მიიღეს 2022 წლის 19 დეკემბრიდან 2023 წლის 20 აგვისტომდე პერიოდში თამაშის შედეგები.

შორტ-ლისტში 23 ფეხბურთელი შეიყვანეს:

მეკარეები: ედერსონი („სიტი“), ტიბო კურტუა („რეალი“), ემილიანო მარტინესი („ასტონ ვილა“);

მცველები: რუბენ დიაში („სიტი“), ვირხილ ვან დაიკი („ლივერპული“), ედერ მილიტაო („რეალი“), ანტონიო რუდიგერი („რეალი“), ჯონ სტოუნზი („სიტი“), კაილ უოკერი („სიტი“);

ნახევარმცველები: ჯუდ ბელინგემი („რეალი“), კევინ დე ბრუინი („სიტი“), ილქაი გიუნდოგანი („სიტი“/“ბარსელონა“), ლუკა მოდრიჩი („რეალი“), როდრი („სიტი“), ბერნარდო სილვა („სიტი“), ფედერიკო ვალვერდე („რეალი“);

თავდამსხმელები: ქარიმ ბენზემა („რეალი“/“ალ იტიჰადი“), ერლინგ ჰოლანდი („სიტი“), ჰარი კეინი („ტოტენჰემი“/“ბაიერნი“), კილიან მბაპე (პსჟ), ლიონელ მესი (პსჟ/“ინტერ მაიამი“), კრიშტიანო რონალდო („ალ ნასრი“), ვინისიუსი („რეალი“).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა სერია ა-ს წლის გუნდშია: კვარა თითქმის ყველას ჯობნის

ინგლისური გრანდების ზამთრის ტრანსფერები: ყველაზე კარგები და ყველაზე ცუდები