in

ელტონ ჯონმა ლინეკერთან ფული წააგო და ახლა გაუგზავნა: ბოდიში გარი, დამიგვიანდა

სერ ელტონ ჯონი გარი ლინეკერს 10 ფუნტზე დაენიძლავა.

76 წლის მუსიკოსი „უოტფორდს“ გულშემატკივრობს. ის 1976-87 წლებში, ასევე 1997-2002 წლებში კლუბის თავჯდომარეც კი იყო.

ლინეკერი „ლესტერის“ ქომაგია. ის ამ გუნდში 1978-85 წლებში თამაშობდა და მისი პირველი კლუბი იყო.

25 ნოემბერს „მელიებმა“ 2:0 დაამარცხეს „უოტფორდი“ ჯეიმი ვარდის დუბლით. მატჩამდე ლინეკერი და ელტონ ჯონი დანიძლავდნენ, მომღერალი 10 ფუნტს ჩამოვიდა წაგების შემთხვევაში.

ელტონმა ყოფილ ფეხბურთელს ფული გაუგზავნა და ბოდიში მოუხადა დაგვიანებისთვის.

„ძვირფასო გარი, ბოდიში, რომ ასე გვიან გიგზავნი! ბედნიერ ახალ წელს. გამიხარდა შენი ნახვა! მადლობა. სიყვარულით, ელტონი“, – დაწერა მომღერალმა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რონალდომ დედას პორშე აჩუქა

დე ბრუინმა მესის აჯობა და წლის საუკეთესო გამთამაშებელი გახდა