გიორგი მიქაუტაძეს სამწუხაროდ „აიაქსში“ საქმეები ვერ აეწყო და კარგა ხანია უკვე საუბრობენ, რომ ის ყოფილ კლუბს „მეცს“ დაუბრუნდებოდა ზამთრის სატრანსფერი ფანჯარაზე იჯარის წესით.
გარკვეულია, რომ მიქაუტაძე „მეცში“ 6-თვიანი იჯარით დაბრუნდება.
მხარეებმა გარიგება შეათანხმეს და მალე ყველაფერი ოფიციალურად დადასტურდება.
აღსანიშნავია, რომ ფრანგულ კლუბს ქართველი ფორვარდის გამოსყიდვის უფლებაც ექნება.
„მეცი“ ლიგა 1-ში მე-14 ადგილზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings